GE

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართა

4-8 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში ღია კარის დღე ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ფაკულტეტებსა და პროგრამებს, ასევე უნივერსიტეტის გარემო და ინფრასტრუქტურა ენახათ.

უნივერსიტეტის მიერ 11 მაისს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების, შეთავაზებების, სტუდენტური ცხოვრების, საერთაშორისო შესაძლებლობებისა და სასწავლო პროცესის შესახებ.

ღია კარის დღის ფარგლებში სტუმრები შეხვდნენ ფაკულტეტების დეკანებს და პროგრამების ხელმძღვანელებს, რომლებმაც მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხეს და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები გააცნეს.

ღია კარის დღე მომავალ სტუდენტებს დაეხმარა, უკეთ გაცნობოდნენ უნივერსიტეტის აკადემიურ სივრცეს და მათთვის სასურველი პროფესიული მიმართულებები შეერჩიათ.

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით CIU-ში ჩარიცხული აბიტურიენტები შეთავაზებათა მრავალფეროვანი პაკეტით ისარგებლებენ:

  • აირჩიე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა პირველ პრიორიტეტად და მიიღე 40%-იანი შიდა გრანტი;
  • ერთიანი ეროვნული გამოცდების საკონკურსო ქულების მიხედვით, თუ შენი შეფასება 2000-ზე მეტია, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ნებისმიერ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში მიიღებ 100%-იან შიდა გრანტს, 1950-დან 2000 ქულის შემთხვევაში – 70%-იან შიდა გრანტს. აღნიშნული დაფინანსება არის სახელმწიფო გრანტის ანალოგი და მისი მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 2250 ლარს;
  • ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის საბაკალავრო პროგრამის ნებისმიერ პრიორიტეტად არჩევის შემთხვევაში, მიიღე 100%-იანი შიდა გრანტი;
  • თუ ხარ ოქროსმედალოსანი, მიიღე 20%-იანი შიდა გრანტი, ხოლო ვერცხლის მედალზე – 10%.

შეთავაზებები დეტალურად იხილეთ ბმულზე

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური