GE

კსუ-ში ლალი მიქელაძის მასტერკლასი – ,,პროფესიიდან წარმატებამდე’’ – გაიმართა

16 მაისს, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, ბოლნისის სკოლა „დავითიანის“ მოსწავლეებისთვის, სასწავლო-შემეცნებითი ტური და მასტერკლასი გაიმართა. ტურის ფარგლებში მოსწავლეებმა უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს და სხვადასხვა პროგრამის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.

ვიზიტის მეორე ნაწილში, სკოლა ,,დავითიანის’’ მოსწავლეებისთვის კსუ-ს ტურიზმის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფესორის ლალი მიქელაძის მასტერკლასი – ,,პროფესიიდან წარმატებამდე’’, – გაიმართა.

მომხსენებელი მოსწავლეებს პროფესიული განვითარების თავისებურებებსა და პროფესიის სწორად შერჩევის გზებზე ესაუბრა, აგრეთვე გააცნო საქართველოს ტურისტული პოტენციალი და გამოწვევები, შემდეგ კი მათ კითხვებს უპასუხა. ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს მასტერკლასის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური