GE

ლევან მოსახლიშვილი ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა

ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა სამართლის დოქტორი ლევან მოსახლიშვილი.

როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, მას 2015 წლიდან ევრორეგიუნული უნივერისტეტში ეკავა ხარისხის მართვის სამსახურის უფროსისა და სამართლის პროგრამის ხელმძღვანელის თანამდებობა.

იგი პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. იგი პირველია ქართველ მეცნიერთა შორის, რომელმაც დაიცვა დისერტაცია ინფორმაციის თავისუფლების საკითხებზე საქართველოში. არის 7 მონოგრაფიისა და 16 სამეცნიერო სტატიის ავტორი და თანაავტორი. გახლავთ 10-მდე სხვადასხვა პროფესიული ორგანიზაციის წევრი. მას ამავდროულად უკავია სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“-ის დირექტორის თანამდებობა იურიდიულ საკითხებში. ასევე გახლავთ შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს წევრი.

ერორეგიონული უნივერისტეტი, ადმინისტრაციის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით ულოცავს ბატონ ლევან მოსახლიშვილს და საუნივერსიტეტო საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური