GE

“ლიდერთა სახლი” – იუსტიციის სასწავლო ცენტრში

2012 წლიდან – დღემდე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის აქტიური მხარდაჭერით ხორციელდება იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდული პროექტი – “ლიდერთა სახლი”, რომელსაც სსიპ “დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრი” ახორციელებს. პროგრამაში მონაწილეობენ 14-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები.

პროექტის მიზანია:

– ახალგაზრდებში მოქალაქეობრივი თვითშეგნების გაძლიერება;

– კულტურული, საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობების წახალისება;

– თავისუფალი დროის ეფექტიანი დაგეგმვა და სწორი გამოყენება, დანაშაულის ჩადენის რისკის შემცირება.

2014 წელს იუსტიციის სასწავლო ცენტრში პროექტის “ლიდერთა სახლი” ფარგლებში განხორციელდა რამდენიმე ღონისძიება:

– 19 მარტი – “რეზიუმეს შედგენა და გასაუბრების უნარ-ჩვევები” – დავით ბატონიშვილის სამართლის ინსტიტუტის სამეცნიერო თანამშემწე – თამარ ჭელიძესთან.

– 7 მარტი – “პროფესიული არჩევანი” – ჟურნალისტ – მარიკა ბაკურაძესთან.

– 27 თებერვალი – “სამოქალაქო აქტივიზმი” – პროგრამის “პროფესიული არჩევანი” კოორდინატორთან თბილისში – მაია ნასრაშვილთან.

– 28 თებერვალი – “პროფესიული არჩევანი” – იურისტ – ბაჩანა შენგელიასთან.

იუსტიციის სასწავლო ცენტრი გააგრძელებს და აქტიურად მიიღებს მონაწილეობას იუსტიციის სამინისტროს მიერ ინიცირებულ და ადმინისტრირებულ განსხვავებულ პოროექტებში, რომელთა მიზანიც იქნება დანაშაულის პრევენცია და ზოგადად, სამართლებრივი მართლშეგნების ამაღლება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური