მაია ცირამუა: სწავლის საწყის საფეხურზე ბავშვს ჭადრაკი კი არა, ეს სჭირდება

„ამ მიდგომით, ჩვენ გვყავს ბავშები, რომლებიც მხოლოდ მაშინ გრძნობენ თავს ბედნიერად, როდესაც ჩვენს დავალებებს კარგად ასრულებენ“, – ასე ეხმაურება ბავშვთა ფსიქოლოგი, მაია ცირამუა, I კლასში მომავალი სასწავლო წლიდან ჭადრაკის სავალდებულო სწავლების დაწესებას სოციალურ ქსელში. ფსიქოლოგი თვლის, რომ ბავშვმა, სწავლის საწყის ეტაპზე, სჯობს ის აკეთოს, რაც გამოსდის.
რომელი სკოლების პირველკლასელები ისწავლიან ჭადრაკს სავალდებულოდ სექტემბრიდან – მინისტრის ბრძანება
„ჭადრაკი კი არა, ბავშვს, სწავლის საწყის საფეხურზე, სჭირდება ნატიფი მოტორიკის მაქსიმალურად განვითარება – ხატვა, ხელგარჯილობა, ძერწვა, ქსოვა – მთლად საოცრებაა! რაც უფრო მეტი რამე „გამოსდის ხელიდან“, მით უფრო კარგად ვითარდება ტვინი, იზრდება თვითეფექტურობისა და თავდაჯერებულობის განცდა, იძერწება ნებისყოფა, კონცენტრაციის უნარი, ვითარდება ფანტაზია, ბავშვი სწავლობს ყოფნას – პროცესზე ორიენტირებას …
“ჩემი შვილი კონკურენტუნარიანი უნდა იყოს! უნდა სხვებს აჯობოს! წარმატება, წარმატება, წარმატება და ა. შ. – ამ მიდგომით, ჩვენ გვყავს ბავშვები, რომლებიც ამდენი ტვირთისგან დაღლილები, დემოტივირებულები, სულ შედეგზე ფიქრით მუდმივად მშფოთვარენი, მხოლოდ მაშინ გრძნობენ თავს ბედნიერად, როცა ჩვენს დავალებებს კარგად ასრულებენ“, – წერს მაია ცირამუა 20 მაისს.
-
„სკოლები სთავაზობენ იმას, რაც აინტერესებთ ბავშვებს, ჩვენთან პირიქითაა“ – პედაგოგი ჭადრაკის სავალდებულო საგნად შემოტანაზე by სოციალური ქსელები
-
ბანკეტის წინ წასაკითხი: გოგოები ღელავენ, თქვენს შინაარსს ვერ შეცვლის სოლარიუმი, შილაქი თუ ბრილიანტის საყურე by სოციალური ქსელები
-
„მხოლოდ ქართული ლიტერატურისა და ისტორიის მასწავლებლების საქმე არ უნდა იყოს პატრიოტულ თემებზე დისკუსიების გამართვა“ by სოციალური ქსელები