განათლების სამინისტროს უწყებებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა – ვის ეხება პრემიერ-მინისტრის განკარგულება
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, განათლების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ ზოგიერთ იურიდიულ პირს “საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები არ შეეხება და მათზე გამონაკლისი დაიშვა.
კერძოდ, EDU.ARIS.GE გაეცნო განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ქვეუწყებებში ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ოდენობებს:
მიეცეთ თანხმობა საქარველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ:
1. სსიპ – შეფასებისადა გამოცდების ეროვნულ ცენტრს, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 1430 ერთეულით, მათ შორის, 290 ერთეულით – დდამხმარე ამოცანების და 1 140 ერთეულით – არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად;
2. სსიპ – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურს, დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 2 244 ერთეულით;
3. სსიპ – შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდს, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 200 ერთეულით, მათ შორის 30 ერთეულით – დამხმარე ამოცანების შესასრულებლად და 170 ერთეულით – არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად;
4. სსიპ – განათლების საერთაშორისო ცენტრს, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 67 ერთეულით, მათ შორის 17 ერთეულით – დამხმარე ფუნქციებისა და 50 ერთულით – არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად;
5. სსიპ – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 143 ერთეულით, მათ შორის 128 ერთეულით – დამხმარე ამოცანების შესასრულებლად და 15 ერთეულით – არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად, პროექტის – “პროფესიული განათლება I-ის (KFW)” ფარგლებში;
6. სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა იანვრის თვიდან მარტის ჩათვლით განსაზღვროს არაუმეტეს 2000 ერთეულით, მათ შორის, 150 ერთეულით – დამხმარე ამოცანების შესასრულებლად და 1850 ერთეულით – არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად, ხოლო აპრილის თვიდან დეკემბრის თვის ჩათვლით განსაზღვროს არაუმეტეს 1935 ერთეულით, მათ შორის, 85 ერთეულით – დამხმარე ამოცანების შესასრულებლად და 1850 ერთეულით არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად;
7. სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს 1503 ერთეულით, მათ შორის, 1463 ერთეულით – დამხმარე ამოცანებისა და 40 ერთულით – არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად;
8. სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 390 ერთეულით, მათ შორის, 375 ერთეულით – დამხმარე ამოცანების და 15 ერთეულით არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად;
9. სსიპ – ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 151 ერთეულით, მათ შორის, არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად – 123 ერთეულით, დამხმარე ამოცანების შესასრულებლად 10 ერთეულით და დონორი ორგანიზაციებისგან დაფინანსებული პროექტის ფარგლებში – 18 ერთეულით;
10. სსიპ – საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულ ცენტრს, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 44 ერთეულით, მათ შორის, დამხმარე ამოცანების შესასრულებლად – 20 ერთეულით, ხოლო არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად – 24 ერთეულით;
11. სსიპ – ახალგაზრდობის სააგენტოს, ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს 91 ერთეულით, მათ შორის, 35 ერთეულით – არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად, მათ შორის “ახალგაზრდობის სააგენტოს ადმინისტრირების” ხარჯების ფარგლებში 18 ერთეულით, მათ შორის, 1 ერთეულით – არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად, “ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის” ფარგლებში – 62 ერთეულით, მათ შორის, 30 ერთეულით – არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად, ხოლო დონორი ორგანიზაციებისგან დაფინანსებული პროექტების ფარგლებში – 11 ერთეულით, მათ შორის, 4 ერთეულით – არამუდმივი ამოცანების შესასრულბლად;
12. ა(ა)იპ – პროფესიული უნარების სააგენტოს, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა განსაზღვროს არაუმეტეს 227 ერთეულით, მათ შორის, დამხმარე ამოცანების შესასრულბლად – 7 ერთეულით და არამუდმივი ამოცანების შესასრულებლად – 120 ერთეულით, ხოლო დონორი ორგანიზაციის დაფინანსებული პროექტების ფარგლებში – 100 ერთეულით.
ირაკლი კობახიძის განკარგულება უკვე ძალაშია და ვრცელდება 2025 წლის იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ასევე იხილეთ:
- როდის ექნებათ სტუდენტებს საკუთარი შენობა – ახალი სპორტის უნივერსიტეტი დიღომში უნდა განთავსდეს by ARIS.GE-განათლება
- რას და როგორ ისწავლიან სტუდენტები ამ ფაკულტეტზე – დამტკიცდა კიბერუსაფრთხოების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by ARIS.GE-განათლება
- ხელფასი 10 000, 9 000 და 8 000 ლარი – განათლების სამინისტროს ქვეუწყებისთვის გამონაკლისი წესი დადგინდა – დეტალები by ARIS.GE-განათლება