GE

მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ესეების კონკურსს აცხადებს

მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი ალტერბრიჯი აცხადებს ესეების კონკურსს დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის.

კონკურსის თემატიკა:

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით აცხადებს უნივერსიტეტი ესეების კონკურსს – ნამუშევრები წარმოდგენილი უნდა იყოს დამოუკიდებლობის თემაზე.

ესეს სათაური: “რას ნიშნავს ჩემთვის ვიყო დამოუკიდებელი ქვეყნის მოქალაქე?!”

ვის შეუძლია მონაწილეობა?

მე-10, მე-11, მე-12 კლასის ნებისმიერ მოსწავლეს მთელი საქართველოს მასშტაბით.

სპეციფიკაცია:

ესეს შესრულების ენა: ქართული

სიტყვების რაოდენობა: 600 – 800

ნამუშევარი უნდა შესრულდეს ელექტრონულად, MS Word-ში, კონვერტირებული PDF ფორმატში.

1 აპლიკანტს აქვს მხოლოდ 1 ესეს წარდგენის უფლება!

თქვენ მიერ შესრულებული ნამუშევარი უნდა გადმოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: contact@alterbridge.org.ge

გთხოვთ, განაცხადს დაურთოთ: სახელი, გვარი, სკოლა, ელ.ფოსტის მისამართი და საკონტაქტო ნომერი.

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 24 მაისი.

26 მაისს, უნივერსიტეტ ალტერბრიჯის აკადემიური პერსონალისგან დაკომპლექტებული ჟიური გამოავლენს გამარჯვებულს და გადასცემს სპეციალურ პრიზს.

და შენთვის რას ნიშნავს დამოუკიდებლობა?! #26მაისი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური