GE
„მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება – საქართველო” პროექტის ფასილიტატორობის მსურველთა კონკურსი გამოცხადდა

ბრიტანეთის საბჭო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრთან ერთად იწყებს “მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება – საქართველო” პროექტის ფასილიტატორობის მსურველთა განაცხადების მიღებას.

რას წარმოადგენს პროექტი “მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება – საქართველო და როდის დაიწყო მისი განხორციელება?

2021 წლის 15 თებერვალს ბრიტანეთის საბჭომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა თანამშრომლობის სამმხრივი შეთანხმება გააფორმა. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ბრიტანეთის საბჭო პარტიორებთან ერთად 18 თვის განმავლობაში პილოტირებას გაუწევს ინგლისური ენის მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების შექმნასა და მუშაობას ბრიტანეთის საბჭოს Future English Online Teacher Community პლატფორმაზე. ეს შესაძლებლობას მისცემს ჩვენს პარტნიორებს, არა მხოლოდ გამოსცადონ უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდაჭერის ახალი სისტემები ქართულ რეალობაში, არამედ მოახდინონ მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების პლატფორმის მოდელის წარმატებული ელემენტების და მახასიათებლების ინტეგრირება “განათლების e-სახლის” ერთიანი ეროვნული პლატფორმის სტრუქტურაში, ყველა საგნობრივი მიმართულებით.

სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ვიწვევთ ფასილიტატორობის მსურველებს შემოიტანონ განაცხადი.

ვის შეუძლია გახდეს ფასილიტატორი?

“მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოება – საქართველო” პროექტის ფასილიტატორებად შეირჩევიან ინგლისური ენის პედაგოგები. შერჩეულ ფასილიტატორებს ჩაუტარდებათ ტრენინგები, რომელთა შედეგადაც ისინი მომზადდებიან მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების საკუთარ ჯგუფებში ფასილიტაციისათვის.

როდის იწურება განაცხდების მიღების ვადა?

განაცხადების შემოტანის ვადა 2021 წლის 21 მარტს იწურება

რატომ უნდა შემოიტანონ განაცხადი მსურველებმა და რას მისცემს მათ ამ პროექტში მონაწილეობა?

თითოეული შერჩეული ფასილიტატორი:

  • გაივლის მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების პლატფორმით სარგებლობის და ფასილიტაციის უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებელ ტრენინგებს და მიიღებს შესაბამისი კურსის დასრულების სერტიფიკატს;
  • გახდება პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბებული პროფესიონალების გუნდის წევრი, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტი პროფესიული განვითარების სქემაში მასწავლებელთა ჩართვას, პედაგოგებში უახლესი ტენდენციების და ინგლისური ენის სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას;
  • მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოების პლატფორმის ფარგლებში მოწყობილი „ფასილიტატორთა კაფეს“ დახმარებით საშუალება ექნება დაუკავშირდეს სხვა ფასილიტატორებს და მათთან ერთად განიხილოს სხვადასხვა საკითხები, საკუთარი მოსაზრებები და იდეები გაუზიაროს ბრიტანეთის საბჭოს გლობალურ მოდერატორებს და მათ კოლეგა-ფასილიტატორებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან;
  • პედაგოგებს დაეხმარება საკლასო მუშაობის შეფასების მიზნით რეფლექსიის უნარების განვითარებაში;
  • განახორციელებს საკლასო მუშაობისას ახალი კონცეფციების, მიდგომებისა და მეთოდების გამოყენების მოტივაციის გაზრდის ხელშეწყობას პედაგოგებში; ასევე შინაარსობრივი, სანდო და ეფექტური ექსპერიმენტული კვლევის ჩატარების შესაძლებლობას;
  • მის ჯგუფში გაერთიანებულ ინგლისური ენის მასწავლებლებს გამოცდილების გაზიარების ფასილიტაციის გზით შეასწავლის აქტივობების დაგეგმვისას მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომების შემუშავებას, რაც ეხმიანება „ახალი სკოლის მოდელს“ და საბოლოო ჯამში, დისტანციური სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხიანი მხარდაჭერის მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას;

განსაკუთრებით მნიშნველოვანია, რომ პროექტში მონაწილეობის საფუძველზე პლატფორმაზე განხორციელებული ყველა პროფესიული აქტივობა და გავლილი თუ ჩატარებული ფორუმები, ვებინარები ან სატრენინგო კურსები უღიარდებათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე მასწავლებლის ვალდებულებების ნაწილში. შესაბამისად, მასწავლებელთა ონლაინ საზოგადოებაში ჩართვა განაპირობებს ფასილიტატორთა კარიერული წინსვლას და დაეხმარება საკუთარი პროფესიული განვითარების სტატუსის ამაღლების პროცესში;

ფასილიტატორები გახდებიან ისტორიული პროცესის მონაწილე, იქნებიან რა პროექტის საფუძველზე ჩამოყალიბებული პროფესიონალების იმ გუნდის წევრები, რომელიც შემდგომშიც განახორციელებს ინგლისური ენის მასწავლებელთა ონლაინ უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას და მთელი ქვეყნის მასშტაბით მსგავსი პროფესიული პრაქტიკის სამუშაო ჯგუფების მუშაობაში მასწავლებელთა მონაწილეობის კულტურის ზრდის მხარდაჭერას.

სად შეიძლება მიიღონ მსურველებმა დეტალური ინფორმაცია კრიტერიუმებზე, განაცხადის მიღების პროცედურასა და უშუალოდ პროექტზე?

ყურადღებით უნდა გაეცნოთ ფასილიტატორთა სამუშაოს აღწერილობას და მოვალეობებს, ასევე იმ ძირითად საკვალიფიკაციო მოთხოვნებს რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს განაცხადის შემოტანის მსურველი შემდეგ დოკუმენტში „Role Profile for OTC Georgia Facilitators“, რომლებიც განთავსებულია ბრიტანეთის საბჭოს შესაბამის ვებგვერდზე

მსურველებმა უნდა შეავსოთ ონლაინ სააპლიკაციო განაცხადის ფორმა, არაუგვიანეს 2021 წლის 21 მარტისა.

ონლაინ სააპლიკაციო ფორმა ასევე შეიცავს სამოტივაციო ნაწილს, რომელიც წარმოადგენს საერთო შეფასების სავალდებულო კომპონენტს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
edu.aris.ge საგანმანათლებლო ინტერნეტ-პორტალი