მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული გიორგი ჭაუჭიძე გახდა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული გიორგი ჭაუჭიძე გახდა.
დაჯილდოების საზეიმო ღონისძიება მთაწმინდის პარკში, კლუბ „ანდერვილში“ გაიმართა.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები იყვნენ: თამარ ადამია – დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშავერას და თბილისის N26 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი; ნათია კურტანიძე – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის, დაწყებითი საფეხურის და ტექნოლოგიების მასწავლებელი; მაია მენაბდე – ბათუმის N3 საჯარო სკოლის და კერძო სკოლის „განათლება”, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; ქეთევან მერებაშვილი – სკოლა-ლიცეუმ პრომეთეს, გეოგრაფიის მასწავლებელი; გიორგი ჭაუჭიძე – მარნეულის N2 საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის და ისტორიის მასწავლებელი.
„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით უკვე მესამედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – The Global Teacher Prize ნაწილია.
გამარჯვებულს ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალურმა სპონსორმა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა 10000 ლარი გადასცა.
გიორგი ჭაუუჭიძემ, დაჯილდოების შემდეგ, სიტყვით გამმომსვლისას განათლების მინისტრს თხოვნით მიმართა. მისი სურვილია, რომ მარნეულის სკოლის მოსწავლებს სპორტული მოედანი ჰქონდეთ, რაზეც მიხეილ ბატიაშვილისგან თხოვნის შესრულების პირობა მიიღო.
-
რა ელის სტუდენტს, რომელმაც ერთწლიანი მაგისტრატურა დაასრულა და რამდენიმე წელში დოქტორანტურაზე სწავლა სურს? – სამინისტროს გეგმა
by ARIS.GE-განათლება
-
განათლების სამინისტრო თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას 100 ათასი ლარით დაეხმარება – მთავრობის განკარგულება
by ARIS.GE-განათლება
-
რა შემთხვევაში გაგიუქმდებათ სარეგისტრაციო განაცხადი – ინფორმაცია 2026 წლის აბიტურიენტებისთვის
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე