„ევროპის უნივერსიტეტი“ ვეტერინარიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სტუდენტურ კონფერენციას უმასპინძლებს
25 აპრილს „ევროპის უნივერსიტეტი“ ვეტერინარიის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ სტუდენტურ კონფერენციას თემაზე: „ვეტერინარიის დარგის თანამედროვე მდგომარეობა, გამოწვევები და პერსპექტივები“ უმასპინძლებს.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ „ევროპის უნივერსიტეტის“ და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს.
ვეტერინარიის დარგთან დაკავშირებულ საკითხებზე დისკუსიით დაინტრესებულ პირებს, გიწვევთ, კონფერენციის მომხსენებლად ან მონაწილედ. მოხსენების თემატიკა შეიძლება მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
- ვეტერინარიის დარგის თანამედროვე მდგომარეობა, გამოწვევები და პერსპექტივები;
- ცხოველთა კეთილდღეობა და დაცვა;
- ვეტერინარიის განვითარების ისტორია;
- ვეტერინარიის როლი საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში;
- ვეტერინარიის როლი გარემოს დაცვაში;
- ბიოეთიკის საკითხები და სხვა.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი მოხსენების მოკლე აბსტრაქტი (1-1,5 გვერდი) ქართულ ენაზე მიმდინარე წლის 15 აპრილის ჩათვლით, შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@eu.edu.ge
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ: აბსტრაქტი ვეტერინარიის სტუდენტური კონფერენციისთვის
სტუდენტურ კონფერენციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.
კონფერენცია ჩატარდება ჰიბრიდული ფორმატით.
მისამართი: “ევროპის უნივერსიტეტის” A კორპუსი, დ. გურამიშვილის გამზირი 76
-
„ევროპის უნივერსიტეტს“ ალბერტას კოლეჯის მარკეტინგისა და გაყიდვების ხელმძღვანელი სტუმრობდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტსა“ და „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტის დეკანი ესტონეთში Erasmus+ BIP Staff Week-ს დაესწრო
by ევროპის უნივერსიტეტი