მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლში საზეიმო მიღება გაიმართა
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში საზეიმო მიღება გაიმართა. დედაქალაქიდან და რეგიონებიდან მოწვეულ პედაგოგებს მასწავლებელს საერთაშორისო დღე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა და ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა მიულოცეს და სპეციალური საჩუქრებით დააჯილდოვეს.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით ლია გიგაურმა კომპიუტერული ლაბორატორია გახსნა, რომელიც პრაქტიკოს მასწავლებლებს და განათლების ექსპერტებს კოლაბორაციულ, ისტ-ით გამდიდრებულ სამუშაო სივრცეს სთავაზობს.
ლაბორატორიაში შესაძლებელი იქნება:
– ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა, სადაც მასწავლებლები, უნივერსიტეტების წარმომადგენლები თუ განათლების ექსპერტები საგანმანათლებლო ტექნოლოგიების სფეროში ინოვაციური პროექტების დაგეგმვას და განხორციელებას შეძლებენ;
– ციფრული ინტერაქტიური სასწავლო რესურსების შექმნა ლაბორატორიაში დამონტაჟებული ვირტუალური სტუდიის გამოყენებით;
– საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების და ინოვაციების გაცნობა-გაზიარება მასწავლებლებს, ასევე ექსპერტებსა და მასწავლებლებს შორის.
ღონისძიებაზე სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პრაქტიკული გზამკვლევის პრეზენტაცია გაიმართა, რომლის მომზადებაშიც ცენტრის ექსპერტებთან ერთად, საქართველოს დაწყებითი განათლების (G-Praid) ექსპერტები მუშაობდნენ. გზამკვლევი მასწავლებლებს საკუთარი პროფესიული საჭიროებების დაადგენასა და განვითარებაში დაეხმარებათ.
საზეიმო მიღების ფარგლებში, მხატვარ სოფო თათარაშვილის გამოფენა მოეწყო.
ღონისძიებას დედაქალაქიდან და რეგიონებიდან მოწვეული 120 მასწავლებელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საერთაშორისო ორგანიზაციების წამომადგენლები დაესწრნენ.
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
ცნობილია, რომელი მიმართულებები იქნება პრიორიტეტული 2026 წელს პროფესიულ განათლებაში – ჩამონათვალი
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
-
გამოცხადდა რეგისტრაცია I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის – ვადები და ინსტრუქცია
by საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო