GE

მცირე მატების მიუხედავად, განათლების სექტორში ისევ ყველაზე დაბალი ანაზღაურდება ფიქსირდება – საქსტატის ახალი ანგარიში

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 2020 წლის ანგარიშს აქვეყნებს.

დღეს გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, განათლების სექტორში დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2020 წელს გასულ წელთან შედარებით, უმნიშვნელოდ გაიზარდა. ამის მიუხედავად, მოცემულ პერიოდში აღნიშნულ სექტორში ანაზღაურება სხვა დანარჩენ საქმიანობებთან შედარებით, კვლავ ყველაზე დაბალია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტენდენცია 2018-2019 წლებშიც შეინიშნებოდა.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში განათლების სექტორი „P“ ასოთია გამოსახული:

რაც შეეხება კვარტლების მიხედვით განაწილებას, 2021 წლის პირველ და მეორე კვარტლებში გასული წლის შესაბამის პერიოდებთან შედარებით, განათლების სექტორში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გაიზარდა.

ამის გარდა, პირველი კვარტლის მონაცემებით, განათლების სექტორში ანაზღაურება მხოლოდ წყალმომარაგების, კანალიზაციის, ნარჩენების მართვისა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობებებთან შედარებით იყო უფრო მაღალი, თუმცა მეორე კვარტალში ის კვლავ ბოლო პოზიციას დაუბრუნდა.

საქსტატის ახალი ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

ასევე იხილეთ:

როგორ განაწილდება 2022 წლის განათლების ბიუჯეტი – რა წერია პირველად დოკუმენტში

მოამზადა თამარ ხმიადაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური