GE

მედიკოსთა დიპლომისშემდგომ საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო

ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდების 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე რეგისტრაცია დაიწყო. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოცდებზე რეგისტრაცია 14 მარტიდან – 25 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

„საკვალიფიკაციო გამოცდაზე მაძიებელთა რეგისტრაცია შესაძლებელია ამ  ბმულზე.
რეგისტრაციის გავლის შემდეგ, გამოცდაზე დაშვებულ მაძიებლებს, სატელეფონო შეტყობინებით ეგზავნება ინფორმაცია გამოცდის თარიღისა და დროის თაობაზე. გამოცდის ჩატარების ადგილი გამოქვეყნდება სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ვებგვერდზე.

სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე განაცხადების რეგისტრაცია მიმდინარეობს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის III კორპუსში, მისამართზე – ვაჟა-ფშაველას გამზირი N29. რეგისტრაცია შესაძლებელია სამუშაო დღეებში, 10:00-დან 18:00 საათამდე, (შესვენება 13:00-14:00სთ.)

გამოცდებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ვებგვერდზე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური