GE

მეორადი ჩარიცხვების ვაკანტური ადგილები

ფოტო –
2947

განმეორებითი განაცხადის შევსების დროს აბიტურიენტმა უნდა გაითვალისწინოს საგანმანათლებლო პროგრამის მიერ მოთხოვნილი სპეციალური პირობები (უცხოური ენა, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და სხვ).

გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაციისას გეძლევთ საშუალება, აირჩიოთ მხოლოდ ის პროგრამა, რომელიც ითხოვს თქვენს მიერ ჩაბარებულ არჩევით საგანს.

მეორადი ჩარიცხვებისას მოქმედებს ყველას ის შეზღუდვები და წესები რაც გათვალისწინებული იყო პირველადი ჩარიცხვების დროს.

რეგისტრაციისას აუცილებელია შეიყვანოთ ის ხუთნიშნა კოდი რომელიც მოგენიჭათ პირველადი რეგისტრაციის დროს. ამასთანავე გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაცია არ ჩაითვლება დასრულებულად თუ არ დააჭერთ ღილაკს “შენახვა”!

მეორადი ჩარიცხვებისას აბიტურიენტებზე სახელმწიფო გრანტი არ გაიცემა.

ცენტრის ვებ-გვერდზე www.naec.ge შესაძლებელია გაეცნოთ ვაკანტური ადგილების ჩამონათვალს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური