GE

მეორადი ჩარიცხვის საბოლოო შედეგები

ფოტო –
2973

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინიციატივით მეორადი ჩარიცხვები წელსაც განხორციელდა. 11-13 სექტემბერს, ყველა აბიტურიენტს, რომელმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა ოთხ საგანში და ვერ გახდა სტუდენტი, საშუალება მიეცა ხელახლა დარეგისტრირებულიყო ვებგვერდზე:www.naec.ge.

ცენტრის ვებ-გვერდზე განთავსებულია იმ აბიტურიენტთა სია, რომლებმაც მეორადი ჩარიცხვების შედეგად მოიპოვეს სწავლის უფლება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

ჩარიცხულმა აპლიკანტებმა 17-19 სექტემბერს უნდა მიაკითხონ უმაღლეს სასწავლებელს და დარეგისტრირდნენ როგორც სტუდენტები.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური