მინისტრი თსუ-ს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკას ეწვია, სადაც დღეს, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის რარიტეტის დარბაზი გაიხსნა და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელნაწერთა მიკროფილმების ელექტრონული არქივის პრეზენტაცია გაიმართა.
თსუ-ს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში უძველესი წიგნებით სარგებლობა მკითხველებს აქამდე საერთო დარბაზში შეეძლოთ, დღეიდან მათ რარიტეტის დარბაზი მოემსახურება.
თსუ-ს ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ფილმოთეკის განყოფილებაში დაცულია უნიკალური მასალა – საზღვარგარეთ არსებული მანუსკიპტორიუმებში შემონახული ქართული, ბერძნული, არაბული, სომხური ხელნაწერების მიკროფილმები და ფოტოპირები. ბიბლიოთეკის ხელნაწერების ფონდი ათონის მთის, სინას მთის, იერუსალიმის მართლმადიდებული საპატრიარქოს ბიბლიოთეკის ხელნაწერთა კოლექციებს მოიცავს, ასევე მოიცავს ცალკეული ხელნაწერების მიკროფილმებს ბრიტანეთის მუზეუმიდან, პეტრიწონის მონასტრიდან, ოქსფორდის ბოდლისა და ნეაპოლის ბიბლიოთეკებიდან.
ხელნაწერთა ასლების ელექტრონული არქივი მსოფლიოში აღიარებული პროგრამული სისტემა Dspace-ის მეშვეობით შეიქმნა, რომელიც ელექტრული რესურსების ხანგრძლივ დაცვას უზრუნველყოფს. Dspace-ს გააჩნია მოქნილი საძიებო სისტემა, რომლის საშუალებითაც ძიება ხდება ავტორის, თემატიკის, სათაურისა და საკვანძო სიტყვების მიხედვით. ბიბლიოთეკაში ასევე ხორციელდება წიგნების კატალოგიზაცია.
ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკა 1941 წელს დაარსდა და მასში დაცულია 3 000 000 სამეცნიერო ხასიათის ლიტერატურა, 2 500 000 სამეცნიერო ჟურნალი და 20 000 000 სამეცნიერო პატენტი. წიგნსაცავში დაცულია 1530 წლით დათარიღებული რამდენიმე უნიკალური გამოცემა და სამეცნიერო წიგნები უცხოურ ენაზე, რომელთა ანალოგი საქართველოში არსად მოიპოვება.
-
აბიტურიენტის ცნობარის მომზადებას კიდევ ერთი თვე დასჭირდება – რა უნდა იცოდეთ
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო – ჩამონათვალი და რეგისტრაციის ინსტრუქცია
by პროფესიული განათლების ამბები
-
ვინ რა საფეხურზე ასწავლის – განათლების სამინისტროს ახალი გადაწყვეტილება მასწავლებლებისთვის, რომლებსაც კომპეტენცია უკვე დადასტურებული აქვთ
by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე