GE

მობილური ტელეფონების ბაზრის კვლევა

ფოტო –
2827

კვლევა მიზნად ისახავდა თბილისის ბაზარზე არსებულ ტექნიკის მაღაზიებში მობილურ ტელეფონებზე ფასების დადგენას და განსაზღვრას, თუ სად დაფიქსირდა მობილურის კონკრეტული მოდელი ყველაზე იაფი და სად – ყველაზე ძვირი.

კვლევის ობიექტებს წარმოადგენს თბილისში არსებული 9 ტექნიკის მაღაზია:

1. „ტექნიკის სახლი OK”
2. “Elit-Electronics”
3. “GO-Electronics”
4. “მობი“
5. “Aray Tomorrow”
6. “მეგატექნიკა“
7. „გოლეთიანი“
8. „ალტა“
9. „Smiley”
10. ხოლო მეათე მაღაზიად განისაზღვრა „ბაზრობა“

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბაზრობაზე ძვირადღირებული მობილური ტელეფონები ნაკლებად ფიქსირდება, რადგან, როგორც მოვაჭრეებმა განაცხადეს ასეთი მოდელები არ არის მოთხოვნადი, შესაბამისად ბაზრობაზე არჩეული მობილურებიდან, მხოლოდ ისეთი ტელეფონები დაფიქსირდა, რომლების ღირებულებაც 400 ლარს არ აღემატებოდა.

გამოსაკვლევად შეირჩა NOKIA-სა და SAMSUNG-ის ბრენდის 4-4 მობილური ტელეფონი, რომლებიც ყველაზე მეტი სიხშირით დაფიქსირდა შერჩეულ მაღაზიებში.

მობილურები შეირჩა ფასის კატეგორიების მიხედვით. ავიღეთ ფასების 4 კატეგორია:
100 – ლარამდე ღირებულების
100-400 – ლარამდე ღირებულების
400-800 – ლარამდე ღირებულების
800-1200 – ლარამდე ღირებულების

შერჩეულიმობილურისმოდელები:

ბრენდი – NOKIA
100 – ლარამდე კატეგორია: NOKIA 101
100-დან 400 – ლარამდე კატეგორია: NOKIA Asha 303
400-დან 800 – ლარამდე კატეგორია: NOKIA 701
800-დან 1200 – ლარამდე კატეგორია: NOKIA E7-00
ბრენდი – SAMSUNG
100 –ლარამდე კატეგორია: Samsung E1195
100-დან 400 –ლარამდე კატეგორია: Samsung S5250
400-დან 800 –ლარამდე კატეგორია: Samsung S7500
800-დან 1200 –ლარამდე კატეგორია: Samsung i9100
კვლევისშედეგები
NOKIA 101
ყველაზე იაფი – „მეგატექნიკა“-ში – 60 ლარი
ყველაზე ძვირი –„Smiley”-ში – 69 ლარი
NOKIA Asha 303
ყველაზე იაფი – „ბაზრობაზე“ – 257 ლარი
ყველაზე ძვირი – „ტექნიკის სახლი OK” – 289 ლარი

NOKIA 701
ყველაზე იაფი – “Elit-Electronics”-ში – 500 ლარი
ყველაზე ძვირი -“Aray Tomorrow”-ში – 680 ლარი
NOKIA E7-00
ყველაზე იაფი – “GO-Electronics”-ში – 905 ლარი,
ყველაზე ძვირი – „Smiley”-ში – 1049 ლარი

ხოლო სამსუნგი ყველაზე იაფი და ძვირი შემდეგ მაღაზიებში დაფიქსირდა:

Samsung E1195
ყველაზე იაფი –„მეგატექნიკა“ -ში – 70 ლარი
ყველაზე ძვირი – „ტექნიკის სახლი OK“-ში – 84 ლარი
Samsung S5250
ყველაზე იაფი – „მეგატექნიკა“ – 270 ლარი
ყველაზე ძვირი – „ტექნიკის სახლი OK” – 299 ლარი
Samsung S7500
ყველაზე იაფი – „ალტა“-ში – 559 ლარი
ყველაზე ძვირი – “GO-Electronics“ – 575 ლარი

Samsung i9100
ყველაზე იაფი – „მობი“-ში –939ლარი
ყველაზე ძვირი – “მეგატექნიკა“–ში – 1276 ლარი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური