GE

მოემზადეთ ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან ერთად!

ახლოვდება ერთიანი ეროვნული გამოცდები და იმატებს მოსწავლეებისა და მათი ოჯახის წევრების მღელვარებაც. ეს ლოგიკურია – მიღებული შედეგი ახალგაზრდების ცხოვრებაში ბევრ რამეს განსაზღვრავს. ამიტომ მნიშვნელოვანია გონივრულად დაგეგმილი მოსამზადებელი ეტაპი და განსაკუთრებით – სწორად შერჩეული სასწავლო მასალა, რომელიც, სასკოლო სახელმძღვანელოებთან ერთად, დაეხმარება აბიტურიენტს სასურველი შედეგის მიღწევაში.

გრიფირებულ სახელმძღვანელოს თავად სკოლა ირჩევს და ის მოსწავლეებამდე სკოლის დახმარებით აღწევს, მაგრამ სხვა საქმეა, როცა ჯერი დამხმარე მასალაზე მიდგება. რა უნდა ქნას მოსწავლემ, რომლისთვისაც სასკოლო მასალა არ არის საკმარისი და მას თავისი ცოდნის გაღრმავება ან შემოწმება სურს?

ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არჩევანი მრავალფეროვანია, უამრავი სასწავლო ლიტერატურაა გამოცემული სასწავლო მიზნებისთვის, და რომელზე შეჩერდებით, ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია, თუმცა ერთი რამ ფაქტია: მსგავსი რესურსების შერჩევისას დიდი დაფიქრებაა საჭირო, რადგან დრო ცოტაა, მასალა კი – ძალიან დიდი. მთავარია, სახელმძღვანელოში ისე იყოს საკითხები განაწილებული, რომ მოკლე ხანში შეძლოთ პროგრამის ეფექტურად ათვისება. ამ თვალსაზრისით ნამდვილად გამორჩეულია „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ მომზადებული დამხმარე სასწავლო ლიტერატურა, რომელიც ხელს შეუწყობს აბიტურიენტებსა და სკოლის მოსწავლეებს მასალის ათვისებაში, ცოდნის გაღრმავებასა თუ შემოწმებაში.

151-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს, თეა გაბისონიას რამდენიმე წელია აბიტურიენტებთან აქვს ურთიერთობა. მისი თქმით, ბოლო ორი წელია „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მიერ მომზადებულ ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოს (ავტორები თეა ქიტოშვილი და მერი ნებიერიძე) ირჩევს არა მხოლოდ მე-12 კლასელების, არამედ მე-11 კლასელებისთვისაც, რამდენიმე მიზეზის გამო: „უპირველესად, იმიტომ, რომ ამ სახელმძღვანელოში სავალდებულო ეროვნული გამოცდის ყველა კომპონენტია შესული:

  • რედაქტირება
  • ესე
  • დავალებები თხზულებისთვის

თითოეულ კონპონენტთან დაკავშირებით მოცემულია როგორც თეორიული მასალა, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოები, მაგალითად,  მასალა რედაქტირებისთვის, ესეებისთვის,  და ასევე, ნაწყვეტები ლიტერატურული ტექსტებიდან თავისი კითხვებითა და ეროვნული გამოცდების ანალოგიური დავალებებით. ლიტერატურული ნაწყვეტის შერჩევა და შემდეგ ადეკვატური დავალების მომზადება ძალიან დიდ დროს მოითხოვს მასწავლებლისგან, თანაც გარკვეული კვალიფიკაციაა საჭირო მსგავსი დავალებების შედგენისას, ასე რომ, სახელმძღვანელო ძალიან გვეხმარება როგორც მოსწავლეებს, ასევე მასწავლებლებსაც.

გარდა ამისა, მოცემულია სრული ანალოგიური ტესტებიც.

ამ სახელმძღვანელოს უმთავრესი პლუსი ისაა, რომ თითქმის მთელი გრამატიკა, რომელიც, მოგეხსენებათ, სასკოლო სახელმძღვანელოებში ბოლო წლებში არათანმიმდევრულად და არასისტემურად ისწავლება, აქ მოცემულია მოკლედ, გასაგებად, და რაც მთავარია, სისტემურად. ყველა საკითხს ახლავს პრაქტიკული სავარჯიშოები, რაც მოსწავლეებს ძალიან სჭირდებათ და აკლიათ. სახელმძღვანელოს ეს ნაწილი არა მხოლოდ აბიტურიენტებთან, მე-7 კლასიდან მოყოლებული მნიშვნელოვნად დაეხმარება მასწავლებლებსაც და მოსწავლეებსაც გრამატიკის შესწავლისას.“

სასწავლო ცენტრ „პროფესიონალი 2010-ის“ ხელმძღვანელის, ცირა თევდორაშვილის თქმით, მის ცენტრში დასაქმებული პედაგოგები აქტიურად იყენებენ ამ მასალას ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოსწავლეთა მოსამზადებლად: „კრებულებში მოცემულია პროგრამით გათვალისწინებული თეორიული მასალა და ტესტები. მასალა ისეა დალაგებული, რომ მოსწავლისთვისაც და მასწავლებლისთვისაც მაქსიმალურად კომფორტულია ამ სახელმძღვანელოებით მუშაობა. ცენტრი შედეგზეა ორიენტირებული და ამიტომ მსგავსი ეფექტიანი რესურსების არსებობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.

როგორც გეოგრაფიის სახელმძღვანელოების ავტორმა, მაია ბლიაძემ გვითხრა, გეოგრაფიის გამოცდისთვის მოსამზადებელი კრებული შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილისგან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აბიტურიენტს თეორიული მასალის გაცნობასთან ერთად შეუძლია შესაბამისი პრაქტიკული სამუშაოების შესრულება და ცოდნის განმტკიცება. თეორიულ ნაწილში მასალა გადმოცემულია მარტივად გასაგები ენით, აქცენტები დასმულია საკვანძო საკითხებზე. ეს აბიტურიენტს აძლევს საშუალებას ფოკუსირებული იყოს საპროგრამო  საკითხებზე, დაზოგოს დრო და ენერგია.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დამხმარე რესურსები აბიტურიენტთათვის  ქართულ ენასა და გეოგრაფიაში უკვე რამდენიმე წელია ბაზარზე გამოვიდა და  დიდი პოპულარობით სარგებლობს სასკოლო საზოგადოებაში, რადგან ორიენტირებულია გარანტირებულ შედეგსა და მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლებაზე.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური