GE

მომავლის პროფესიები: ტოპ-5 პერსპექტიული მიმართულება

სპეციალობის მიღება აუცილებელია იმ სფეროში, რომელშიც მეტი ნიჭი და უნარი გაქვთ, ან იმ სფეროში, რომელიც მოიცავს თქვენს ძირითად ინტერესებს (როგორი ექსტრავაგანტულიც არ უნდა იყოს ის). მაგრამ არსებობს შემთხვევები, როცა 20 წლის ასაკშიც კი რთულია არჩევნის გაკეთება, ან პირიქით, ადამიანი არის საკმაოდ ნიჭიერი და რასაც არ უნდა მოკიდოს ხელი, ყველაფერი გამოსდის. ასეთი ადამიანებისთვის ბევრი სამუშაო მიმართულება არის მისაღები.

მომავალი სტუდენტებისთვის WorkNew.info-მ წარმოადგინა პერსპექტიული პროფესიების რეიტინგი 2017-2025 წლებისათვის.

1. IT სფერო – მოცემულ სფეროს მიეკუთვნებიან პროგრამისტები, ვებ-დიზაინერები, თანამედროვე მიმართულების SEO – ოპტიმიზატორები, მობილური აპარატებისთვის განკუთვნილი თამაშების და გასართობი ტიპის ვიზუალური პროგრამების შემქმნელები და დიზაინერები, ასევე აღნიშნული ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები. ეს არის საუკეთესო სპეციალობა იმ ახალგაზრდებითვის, რომლებსაც ანალიტიკური გონება აქვთ. თუმცა უკიდურესობაში გადავარდნა არ ღირს, რადგან თუ ეს მიმართულება არ გაინტერესებთ, მიუხედავად მისი პერსპექტიულობისა და მაღალანაზღაურებადობისა, ძალით მათი შესწავლა არ ღირს.

2. საინჟინრო სპეციალობები – ახალგაზრდებისთვის კიდევ ერთი პერსპექტიული მიმართულებაა (მშენებლები, პროექტანტები, სატელეკომუნიკაციო სპეციალისტები და ა.შ.). ამ სფეროს ძველი კადრები მალე გავლენ პენსიაზე და გამომდინარე იქედან, რომ წლების მანძილზე ამ პროფესიის ადამიანები აბსოლიტურად სხვა სფეროში იწყებდნენ მუშაობას, რეალურად ბაზარზე მათი დეფიციტი შეიქმნა. კარგი პროექტანტის, საკანალიზაციო და ელექტრო სისტემის სპეციალისტის ნახვა დღეისათვის ნამდვილად პრობლემაა.

3. კარგი გაყიდვების მენეჯერები, სავაჭრო აგენტები და მაღალი დონის გამყიდველ-კონსულტანტები – ეს ის პროფესიებია, რომლებიც ყოველთვის მოთხოვნადი იქნება. იმისათვის, რომ გაყიდვების მენეჯერის თანამდებობა მიიღოთ, საჭიროა დაამთავროთ მენეჯმენტის ან ეკონომიკის ფაკულტეტი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სასწავლებელში მიღებული ცოდნა აქ მთავარი არ არის. ამ სფეროში თქვენი წარმატების განმსაზღვრელია კომუნიკაბელურობა, აქტიურობა და გაყიდვების თანდაყოლილი ნიჭი. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც დამთავრებული აქვთ ტექნიკური სპეციალობები, სოციოლოგია და სხვა მიმართულებები, მაგრამ ვაჭრობის თანდაყოლილი ნიჭის წყალობით, ისინი შესანიშნავი გაყიდვების მენეჯერები არიან.

4. ინტერნეტ-რეკლმა და ინტერნეტ-მარკეტინგი – განსაკუთრებულად პერსპექტიული მიმართულებებია (მათ შორის სოციალურ ქსელებში მუშაობაც). ეს არის სპეციალობები, რომლებიც აუცილებლად საჭიროებს სამუშაო გამოცდილებას, მაგრამ ბიზნესის ამ სფეროში რომ მოხვდეთ და აქტიურად განვითარდეთ ამ მხრივ, აუცილებლად უნდა მიიღოთ განათლება მარკეტინგის განხრით.

5. სხვადასხვა ბიზნეს-სფეროს კონსალტინგი – ეს მიმართულებაც ძალიან საინტერესოა. დროთა განმავლობაში, მცირე და საშუალო ბიზნესი ხდება უფრო ფართომასშტაბიანი და იღებს კორპორაციის, ასოციაციის და ა.შ. ფორმებს. ასევე, ბიზნესი კიდევ უფრო უახლოვდება საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც მიღებულია საქმიან სამყაროში. ეს მოვალეობები მოითხოვს სერიოზულ სამუშაო გამოცდილებას. იმისათვის, რომ სამომავლოდ ამ სფეროში შეძლოთ მოხვედრა და წარმატების მიღწევა საჭიროა გქონდეთ მარკეტინგული, ეკონომიური, ანალიტიკური და HR-მენეჯმენტის კუთხით მიღებული განათლება.

წყარო: http://ubr.ua

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური