GE

მოსწავლეთა პროგრამა „ჯარის ბანაკი“ გაფართოვდება – „გვინდა, ყოველწლიურად რამდენიმე ათასი მოსწავლე ეწვიოს სამხედრო ბაზებს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, თავდაცვის კოდექსის მიღება 2023 წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი იყო, რომელმაც ახალგაზრდების ჯარში გაწვევის მნიშვნელოვანი საკითხი უკეთესად დაარეგულირა.

ვის ჩაეთვლება გავლილად წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური – რა წერია ახალ თავდაცვის კოდექსში სამხედრო განათლებაზე

დისტანციური სწავლება ჯარის გადავადების საფუძველი ვეღარ იქნება – რა ცვლილებები შედის თავდაცვის კოდექსში

ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ჯარში პატრიოზმის კურსების ამაღლებას დიდ დროს უთმობენ და ამ თვალსაზრისით, პროგრამა, რომელიც „ჯარის ბანაკში“ სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობას ითვალისწინებს და ახალ თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას ემსახურება, გაფართოვდება. წელს „ჯარის ბანაკი“ 25 ივნისს დაიწყო და რვა როტაციის ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონისა და თბილისის სკოლებიდან 800-მდე ბავშვს უმასპინძლა.

“წელს ასევე დავიწყეთ მნიშვნელოვანი პროგრამა, ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებიც “ჯარის ბანაკის” ფარგლებში ეწვივნენ სამხედრო ბაზებს და ათასზე მეტი მოსწავლე იქნა, ასე ვთქვათ, გაწვეული ამ ჯარის ბანაკის ფარგლებში. ჩვენ გვინდა, რომ ეს გავაფართოვოთ და გვინდა, ყოველწლიურად რამდენიმე ათასი მოსწავლე ეწვიოს სამხედრო ბაზებს. ნახონ, თუ როგორ ცხოვრობენ ჩვენი ჯარისკაცები, როგორ ხდება მათი მომზადება და ა.შ. რა თქმა უნდა, იქ იქნება სწავლება, მათ შორის იდეოლოგიური, თეორიული, პრაქტიკული და ვფიქრობ, საინტერესო იქნება ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ეს არის რეალური ალტერნატივა იმ მომწამვლელი იდეოლოგიისა, რომელიც დღეს ქვეყანაში ასე აქტიურად მიმდინარეობს ფსევდო ლიბერალური ძალებისგან, რომლებიც პირდაპირ წამლავენ ჩვენს ახალგაზრდა თაობას. ეს არის ნარკოტიკისა და არაჯანსაღი, არასპორტული ცხოვრების ალტერნატივა”, – განაცხადა დეკემბერში გამართული წლის შეჯამების ღონისძიებაზე ირაკლი ღარიბაშვილმა.

“ჯარის ბანაკი” თავდაცვის სამინისტროს ინიცირებულია და როგორც პროგრამის დაწყებამდე უწყება განმარტავდა, მისი მიზანია ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა. პროგრამა თავდაცვის უწყებამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად წელს პირველად განახორციელა და ბანაკში მონაწილეობა მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს შეეძლოთ.

თავდაცვის კოდექსზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ მათი მიზანია, წელიწადში 10 ათასი რეზერვისტი “გამოუშვან” და ათწლიან პერსპექტივაში 100 ათასი რეზერვისტი ჰყავდეს სახელმწიფოს.

ასევე იხილეთ:

„ისტორია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია მოსწავლის იდენტობის ჩამოყალიბების პროცესში“ – მკვლევარი გამოწვევებზე საუბრობს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური