მოსწავლის შეფასება პროექტებში და განმავითარებელი შეფასების ასახვა ჟურნალში – EMIS ინსტრუქციას აქვეყნებს
ეროვნულ სასწავლო გეგმის თანახმად, X-XII კლასებში სავალდებულო პროექტებში – სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკაში, სამოქალაქო განათლებაში – მოსწავლე შეფასდება განმავითარებელი შეფასებით.
როგორც დღეს, 28 დეკემბერს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) პედაგოგების საყურადღებოდ განმარტავს, იმისათვის, რომ განმავითარებელი შეფასება აისახოს ჟურნალში, უნდა მიჰყვეთ ამ ინსტრუქციას.
მოდულში “ჟურნალი” ვირჩევთ პლუს ღილაკს (იხ.ფოტო)
შეფასების ტიპში ვირჩევთ ,,საკლასო,, შეფასებას და კომენტარის ველში ვწერთ ტექსტს, შემდეგ ღილაკი ,,შენახვა,, (იხ.ფოტო)
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ გასულია 8 კალენდარული დღე, გამოიყენეთ ,,მოთხოვნების მოდული,, მოთხოვნის ტიპში მიუთითეთ ,,განმსაზღვრელი შეფასება,,
ასევე იხილეთ:
როგორ შევქმნათ ან ვიმუშაოთ პროექტზე მუსიკაში, რომლის მომზადებაც X, XI და XII კლასებში სავალდებულოა
- რომელი ქართულენოვანი და უცხოენოვანი საგანმანათლებლო პროგრამები ისწავლება საქართველოში და სად – განახლებული ჩამონათვალი by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
- სტუდენტთა მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაცია დაიწყო – დეტალური ინსტრუქცია და ვადები (ვიდეო) by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
- პირველკლასელთა ბუკების პირველი ჩართვის ინსტრუქცია (2024 წელი) by განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა