GE

როგორ შევქმნათ ან ვიმუშაოთ პროექტზე მუსიკაში, რომლის მომზადებაც X, XI და XII კლასებში სავალდებულოა

პროექტი, როგორც ახალი ელემენტი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვაში და სავალდებულო პროექტის მომზადება მუსიკაში ის თემაა, რომელზეც ზოგადი განათლების რეფორმების ჯგუფის მიერ მომზადებულ ინტერვიუში დათო სათიაშვილმა, მუსიკის ექსპერტმა და ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის სპეციალისტმა 21 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ჩანაწერში ისაუბრა.

როგორც ცნობილია, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად, საშუალო საფეხურს – X, XI და XII კლასებს, დაემატა სავალდებულო პროექტებით სწავლება სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში, მუსიკაში და სამოქალაქო განათლებაში.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი კომპლექსურ დავალებას არ დაემსგავსოს“ – რა უნდა ვიცოდეთ პროექტულ სწავლებაზე

დათო სათიაშვილის თქმით, მუსიკას შეუძლია, რომ ძალიან დიდი ინფორმაცია მიაწოდოს ბავშვს გარე სამყაროზე და საკუთარ თავზე და ამ თვალსაზრისით, პროექტი, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან პროექტის ერთ-ერთი მახასიათებელი არის ის, რომ ის ეხმარება ბავშვს, მიღებული ცოდნა მუსიკის შესახებ დაუკავშიროს ცხოვრებისეულ სიტუაციებს, მოვლენებს და იმას, რაც მის შინაგან სამყაროში ხდება.

რა შეიძლება იყოს პროექტი მუსიკაში

„მათ შორის არის მოძიება რაღაც ინფორმაციების, ამ ინფორმაციის გარკვეული კუთხით დამუშავება, მისი ინტერპრეტირება და აი ასეთი ინტერპრეტირებული სახით და მუსიკალური მაგალითების გაჯერებით შეიძლება, სხვადასხვა ფორმის, ძალიან საინტერესო პრეზენტაციები, ან წარმოდგენები, ჩვენებები ან ნებისმიერი პროდუქტი ამ პროეტის შედეგად“, – განმარტავს მუსიკის ექსპერტი.

რა ტიპის ან რა ფორმის პროექტი შეიძლება იყოს მუსიკაში

არის სხვადასხვა ფორმები. მათ შორის ძალიან სპეციფიკური, მუსიკისთვის განსაკუთრებულად კარგი და ორგანულია კონცერტით ლექცია, ლექცია-კონცერტი. აქ შეიძლება, იყოს მომხსენებელი, რომელიც მოხსენებასთან ერთად, წარმოაჩენს მუსიკალურ ნორმებს. შეიძლება თითონ შეასრულოს, შეიძლება იყოს ჩანაწერის სახით წარმოდგენილი. შეიძლება ვიდეოს სახით და ა.შ. ეს ყველაზე ტრადიციული ვარიანტია. შეიძლება, რომ იყოს მონტაჟი – ლიტერატურული მონტაჟი რომ არის ისე, რომელიც წარმოაჩენს ვიღაცის მუსიკალურ მოღვაწეობას კითხვით, მუსიკალური ნომრებით და ა.შ. ასევე შეიძლება, იყოს ფლეშმობიც წარმოდგენილი, თავისი პლასტიკით, ტექსტით, ცეკვით და სხვა ათასი ხერხით შეიძლება, რომ მოსწავლეებმა ეს წარმოადგინონ. კიდევ შეიძლება, იყოს ვიდეო ინსტალაცია, რომელშიც ჩაიდება ის იდეა, რომელიც გააშუქებს იმ პრობლემა, რის შესახებაც იყო შედგენილი პროექტი. ეს იქნება მკვლევარი მოქალაქე, რომელიც მუსიკის საშუალებით და ენით გამოთქვამს თავის სათქმელს.

რა გამოწვევები არსებობს სიახლის დანერგვის კუთხით მუსიკაში და რა იქნება საკვანძო ელემენტები, რაზეც ყურადღების გამახვილება აუცილებელია

„ჩემი აზრით, ყველაზე დიდი გამოწვევაა, მასწავლებელმა საკუთარი თავი წარმოიდგინოს ფასილიტატორად. ესაა მასწავლებლისთვის ყველაზე რთული, რადგან ძალიან ხშირად მასწავლებელი პირდაპირ აძლევს რაღაც მითითებებს რა და როგორ უნდა გააკეთოს… ის უნდა აძლევდეს რაღაც მიმართულებას. არ უნდა იყოს ავტორიტარული და არ გაატაროს მაინცდამაინც თავისი აზრი, არ მოახვიოს ბავშვების საკუტარი აზრი და მისცეს გარკვეული თავისუფლება. წინასწარ უნდა იცოდეს რა შეცდომები შეიძლება დაუძვას ბავშვმა. და რაც მთავარია, ეს პროცესი არ გადაიქცეს უბრალო, ფორმალურ პრეზენტაციად, რაც არ გულისხმობს ორიგინალურ პროექტს. უნდა იყოს უნიკალური, რაც ამ კლასის ნააზრევი და მოპოვებულია“, – განაცხადა ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის სპეციალისტმა.

როგორც დათო სათიაშვილი ხსნის, გამოწვევა იქნება ამ ყველაფრის დაგეგმვა და ადმინისტრირებაც. არსებითი იქნება ვადების სწორად მართვა. დროული შესრულება და ამ პროცესის კონტროლი.

რადგან ახლა შემოდის ასეთი მუშაობსი ფორმა, სპეციალისტი თვლის, რომ კარგი იქნება და მასწავლებლისთვისაც უფრო გასაგები, რომ მთელი კლასი ჩართოს კოინკრეტული პროექტის პროცესში, სადაც ყველას თავისი ადგილი ექნება, რაც დაფიქსიდრება მასწავლებლის მიერ, რათა ადეკვატურად შეაფასოს თითოეული ბავშვის წვლილი ამ პროექტში.

ამავე თემაზე:

X, XI და XII კლასის მოსწავლეებს სამ საგანში პროექტების განხორციელების ვალდებულება აქვთ – როგორია პროცესი და ეტაპები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური