მთარგმნელ სტუდენტთა შემოქმედებითი წრის პირველი სხდომა
ფოტო –
4100
30 აპრილს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მთარგმნელ სტუდენტთა შემოქმედებითი წრის პირველი სხდომა გაიმართება. სხდომაზე თსუ ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი ანი კოპალიანი ამერიკელი პოეტი ქალის ენ სექსტონის თარგმანებს წაიკითხავს. წრის ხელმძღვანელია ასოცირებული პროფესორი ეკატერინე ნავროზაშვილი.
სხდომა ლიტერატურული ურთიერთობებითა და თარგმანის თეორიული და პრაქტიკული საკითხებით დაინტერესებული სტუდენტებისთვის იმართება.
ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურულ ურთიერთობათა სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 320-ე აუდიტორია
-
დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი