„მზად უნდა ვიყოთ, რომ მომავალ წელსაც სწავლისთვის ონლაინ პლატფორმების გამოყენება მოგვიწევს“ – პროფესორი გიორგი ფხაკაძე
2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრიც დისტანციურ რეჟიმში სრულდება, თუმცა ეპიდემიოლოგები და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები ვარაუდობენ რომ სწავლის განახლება ჩვეულ რეჟიმში შეიძლება ვერც მეორე სემესტრში მოხერხდეს.
ამის შესახებ ისაუბრა პროფესორმ, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძემ სამოქალაქო ინიციატივები „მომავლის თაობის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაზე სამოქალაქო განათლების პედაგოგებთან.
როგორც მან პედაგოგების კითხვის საპასუხოდ (თუ რა უნდა გაკეთდეს რომ სწავლა საკლასო ოთახებში აღდგეს?) განაცხადა, უნდა ვიყოთ მზად, რომ ონლაინ სწავლება შეიძლება მომავალი წლის სექტემბერში საჭირო გახდეს.
„ჩვენ არ უნდა მოვიტყუოთ თავი და სიმართლეს შევხედოთ თვალებში. ამ წელს და მომავალ წელსაც მზად უნდა ვიყოთ, რომ სწავლისთვის ონლაინ პლატფორმების გამოყენება მოგვიწევს. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ, რომ ბავშვების განათლება არის დაცემული, გეთანხმებით. ყველგან, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვარდნაა განათლებაში. პედაგოგები არიან დიდი სტრესის ქვეშ, ასევე არიან მოსწავლეებიც.
„რა შეიძლება გავაკეთოთ? პირველი: სკოლებმა მოდი დაგეგმეთ ისე, რომ ეს წელი იქნება ონლაინ წელი, მომავალი წელიც იქნება ონლაინ წელი, რადგან სანამ მოსახლეობის 70% არ იქნება ვაქცინირებული ვერ ვიქნებით უსაფრთხოდ. მეორე: მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს სჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარება, ეს იქნება მასწავლებლების უფრო მეტი კომუნიკაცია ერთმანეთთან ე.წ. ვირტუალური სამასწავლებლოები, სადაც ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, ბავშვების შემთხვევაში კი არა კომპიუტერული თამაშები, არამედ ისეთი ურთიერთობა კლასელებთან, რაც დააინტერესებთ და არა მარტო გაკვეთილზე მოახერხებენ ურთიერთობას, და მესამე – ჩვენ ამ ეპიდემიის დროსაც კი შეგვიძლია გვქონდეს ურთიერთობა უშუალოდ პედაგოგებთან და ბავშვებთან, სკოლამ უნდა უზრუნველყოს, რომ რეგულაციების დაცვით მოხდეს ტექნიკური შეხვედრები, არა შენობაში, მაგალითად გაისეირნონ გარეთ“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება