„ეს არის ყველა აბიტურიენტისთვის ერთადერთი და ძალიან მნიშვნელოვანი რეგისტრაციის პროცესში“
6 აპრილს 2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო და 11 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
დღესვე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აბიტურიენტების საყურადღებოდ რეგისტრაციის პროცესში გასათვალისწინებელ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს გამოყოფს და აპლიკანტებს მის გათვალისწინებას სთხოვს.
თამარ მემანიშვილის თქმით, დეტალურ ინსტრუქციებს აბიტურიენტები 2026 წლის აბიტურიენტის ცნობარში გაეცნობიან, მაგრამ არის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რაც აბიტურიენტებს არ უნდა გამორჩეთ:
“რეგისტრაციის პროცესში ერთადერთი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ რეგისტრაციის გახსნიდან ბოლომდე აბიტურიენტს აქვს ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობა პროგრამაში. ამიტომ, ყველაზე ასე ვთქვათ ხშირად დაშვებული შეცდომა მათი მხრიდან არის ხოლმე ის, რომ როდესაც პროგრამაში რაიმე ცვლილებას განვახორციელებთ, აუცილებლად უნდა მოვნიშნოთ შენახვის ღილაკი იმისათვის, რომ ჩვენს მიერ განხორციელებული ცვლილებები პროგრამამ უბრალოდ დაიმახსოვროს. აუცილებლად, ყველა ცვლილების შემდეგ, შენახვის ღილაკით უნდა დავამახსოვრებინოთ პროგრამას”, – თქვა თამარ მემანიშ ვილმა დღეს, 6 აპრილს, პირდაპირ ეთერში საუბრისას.
ასევე იხილეთ:
იხილეთ რეგისტრაციის დეტალური ვიდეოინსტრუქცია.
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
„სახელოვნებო მიმართულებით მტკივნეული პრობლემები არ შექმნილა“ – პრორექტორი უმაღლესი განათლების რეფორმაზე
by ARIS.GE-განათლება
-
2026 წლის ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის რეგისტრაცია 6 აპრილს დაიწყება
by სიახლეები მისაღებ გამოცდებზე
-
მთავრობის დავალება განათლების სამინისტროს – 43 მილიონ ლარზე მეტი საპატრიარქოს საგანმანათლებლო დაწესებულებების დასაფინანსებლად მიიმართება
by ARIS.GE-განათლება