ნინო ღამბაშიძის წიგნის პრეზენტაცია
26 ნოემბერს, 17 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართება ნინო ღამბაშიძის წიგნის “წამებაი წმიდისა შუშანიკისა, დედოფლისაი – სრული ტექსტი, შენიშვნებით, კომენტარებითა და ილუსტრაციებით” პრეზენტაცია.
ნაშრომში წარმოდენილია ტექსტის დეტალური ანალიზი როგორც სახისმეტყველებითი, ასევე ისტორიული და ენობრივი კუთხით. წიგნი გათვალისწინებულია სკოლის მოსწავლეებისთვის, ამიტომაც ტექსტს ახლავს ლექსიკონი და განმარტებები, რაც გაუადვილებს მკითხველს ძველ ქართულ ენაზე შესრულებული ტექსტების გაგებას.
ნაშრომი ეძღვნება პროფესორ რევაზ სირაძის ხსოვნას. წიგნი დაბეჭდილია 2012 წელს გამომცემლობა „არტლაინსში“.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, თსუ ბიბლიოთეკის მარო მაყაშვილის სახელობის მცირე სამკითხველო დარბაზი.
-
დავით მაღრაძის სემინარი თსუ-ში – „ბარაქიანი მიწა“
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები გადამზადებას აშშ-ში გაივლიან
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
სტუდენტური ლიტერატურული კონკურსის „შემოდგომის ლეგენდა“ 2020 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
by ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი