GE

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის საკითხზე საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულ გამოძიებას საქართველოს საპატრიარქო განცხადებით გამოეხმაურა.

საპატრიარქო მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეკულაციების თავიდან არიდების მიზნით, გაასაჯაროოს ის საქმეები, რომლებზეც გამოძიება მიმდინარეობს.

„სახალხო დამცველის განცხადებიდან ჩვენთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახლახან ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა სახლთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები. მივმართავთ შსს-ს შესაბამის სამსახურს, გაასაჯაროოს აღნიშნული საქმეები, რათა არავისთვის არაფერი იყოს დაფარული და ადგილი არ ჰქონდეს სხვადასხვა სპეკულაციას“, – წერია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

წყარო: „რუსთავი 2“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური