GE

ორჰან ფამუქი თბილისშია

12 მარტს თბილისს ნობელის პრემიის ლაურეატი, თანამედროვე მწერალი ორჰან ფამუქი ეწვია.

მწერლის სტუმრობის ორგანიზატორები თავისუფალი უნივერსიტეტი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა არიან.

“მიხარია, რომ დღეს თბილისში ჩამოვედი, დიდი ხნის განმავლობაში მინდოდა თქვენს ქვეყანაში ჩამოსვლა, თუმცა სანამ 62 წლის არ გავხდი ეს ვერ მოვახერხე. მინდა, რომ ბევრი რამ ვისწავლო საქართველოზე. მსმენია, რომ ჩემს წიგნებს კითხულობენ და არაერთი თარგმანია გამოცემული”,-განაცხადა მწერალმა საქართველოში ჩამოფრენის შემდეგ.

13 მარტს, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში მწერალთან შეხვედრას ფართო საზოგადოება შეძლებს. ორხან პამუკი- თურქი მწერალია, რომელმაც 2006წ. პრესტიჟულ “ნობელის” პრემია აიღო, თუმცა არალიტერატურული წრეებისათავის, ფართე საზოგადოებისთვის, მისი სახელი ჯერ კიდევ 2005წ. გახდა ცნობილი.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ 2005წ. თებერვალში შვეიცარულ გამოცემა “Das Magazin”-თან ინტერვიუში ორჰან ფამუკმა თქვა: “თურქეთში, ამ მიწაზე მილიონი სომეხი და სამასი ათასი ქურთი იყო მოკლული. თუმცა ამაზე საუბარს თითქმის არავინ ბედავს. რაკი ასეა, მე ვილაპარაკებ”.

თურქეთი, რომელიც 1915-23წწ. სომეხთა გენოციდის ორგანიზატორი და განმხორციელებელია, დღეს არამც თუ მოინანია ჩადენილი დანაშაული, არამედ ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ მის ტერიტორიაზე 1915-23წწ. გენოციდის შესახებ საუბარიც კი არავინ გაბედოს. ინტერვიუს გამოქვეყნებისთანავე თურქეთში ორჰან ფამუქის წინააღმდეგ მასშტაბური კამპანია დაიწყო. მწერლის წინააღმდეგ გამართული კამპანიის გამო ფამუქი, თავის ოჯახთან ერთად იძულებული გახდა სამშობლო მიეტოვებინა. რამდენიმე თვეში პამუკი დაბრუნდა თურქეთში და საჯაროდ გამართლებაც სცადა.

“პოლიტიკურ სარბიელზე ბოლოს რაც გადამხდა იყო ის, რომ შვეიცარიის ერთ-ერთ გაზეთს ვუთხარი, რომ მილიონი სომეხი და 30 000 ქურთი იქნენ მოკლული. და ვთქვი ისიც, რომ ამაზე თურქეთში, ჩვეულებრივ, არ ლაპარაკობენ. მერე თურქეთში ბრალდება წამიყენეს. მე მარტო იმის თქმა მინდოდა, რომ ამ საკითხზე თურქეთში ღია დისკუსია არ მიმდინარეობს. და კიდევ -საჭიროა, საჯაროდ განვიხილოთ, რა მოუვიდათ სომხებს ოსმალეთის პერიოდში -თურქეთში მცხოვრებ ნებისმიერ ადამიანს უნდა შეეძლოს ამაზე ლაპარაკი”, – განაცხადა 2005 წელს მწერალმა.
ამ განცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე თურქეთის კანონმდებლობაში გარკვეული ცვლილებები იყო განხორციელებული, რომლის შედეგად “იშვა” სამარცხვინო მუხლი №301 “თურქი ხალხის შეურაცხყოფის შესახებ”. სწორედ ამ მუხლის თანახმად გაასამართლეს მწერალი. მას ბრალად თურქი ერის შეურაცხყოფა დაედო და 3850 აშშ დოლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა.

“ეკონომიკურ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა” თურქული ფონდის პრეზიდენმა ამ “სასჯელს” თურქეთისთვის სამარცხვინო უწოდა.
“ადამიანებს უფლება აქვთ თავისუფლად გამოხატონ თავისი აზრები. როგორ შეიძლება, რომ აზრის გამოხატვა დანაშაულს გაუტოლდეს!? ჩემი აზრით სასამართლოს გადაწყვეტილება სრულიად უსამართლოა. ეს ჩვენი ქვეყნისთვის სამარცხვინოა”, -განაცხადა მან.

1915-23წწ. სომეხთა გენოციდზე საუბრის გამო თურქი მწერლის გასამართლებას მთელს მსოფლიოში მწვავე რეზონანსი მოჰყვა. ევროკავშირმა თურქეთს სამარცხვინო №301 მუხლის გაეუქმება მოსთხოვა, თუმცა უშედეგოდ. ეს მუხლი დღემდე ფუნქციონირებს.

2006წ. ორჰან ფამუქი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. “მშობლიური ქალაქის მელანქოლიური სულისკვეთის ძებნაში მან კულტურათშორისი შეჯახებისა და ურთიერთშერწყმის ახალი სიმბოლოები აღმოაჩინა” – სწორედ ასე ჩამოაყალიბა ნობელის კომიტეტმა ფამუქისთვის პრემიის გადაცემის დასაბუთება, მაგრამ ყველასთვის იყო გასაგები, თუ რას გულისხმობდა კომიტეტი – “კულტურათშორისი შეჯახებისა და ურთიერთშერწყმის” სიტყვებში.

ნობელის პრემიის მიღებამდე დაწერილ წიგნში “სტამბული. მოგონებების ქალაქი” ფამუქი თავის მშობლიურ ქალაქში სწორედ ამ “კულტურათშორისი შეჯახების” შესახებ წერს. წიგნის ფურცლებზე ის ქალაქის აწმყოსა და წარსულს იხსენებს:

“… 1955 წლის 6-7 სექტემბრის საშინელი მოვლენები. ბერძნულ ქალაქ სალონიკში თურქული სპეცსამსახურების აგენტმა ათათურქის სახლ-მუზეუმში ჭურვი ააფეთქა. მას შემდეგ, რაც სტამბულის გაზეთებმა ეს ინფორმაცია(გაზვიადებულ ფორმაში) გაავრცელეს ტაქსიმის მოედანზე, ისევე როგორც ქალაქის სხვა უბნებში, აგრესიულად განწყობილი ხალხის შეკრება დაიწყო. დამრბევებმა სასტიკი რისხვა პირველ რიგში ბეი-ოღლუს მაღაზიებზე და დახლებზე მიიტანეს, შემდეგ კი მთელი ღამის განმავლობაში ძარცავდნენ და წვავდნენ მთელი სტამბულის მაშტაბით.

ყველაზე საშინელი მოვლენები ხდებოდა ქალაქის იმ უბნებში, სადაც ბერძნები ცხოვრობდნენ -ორთაქიოში, ბალიკლიში, სამათიასა და ფენერში. დამრბევების ჯოგები მაღაზიებს ანადგურებდნენ. სომხებისა და ბერძნების სახლებში შედიოდნენ. ძარცავდნენ, წვავდნენ და აუპატიურებდნენ მათ ქალებს. შეიძლება ითქვას, რომ რისხვით ეს დამრბევები სულთან მეხმეთის ჯარებს, რომლებმაც სტამბული დაიპყრეს არაფრით ჩამორჩებოდნენ. დარბევები, რომლებიც სტამბოლი ჭეშმარიტ ჯოჯოხეთად აქციეს ორი დღე გრძელდებოდა. ევროპელ-ქრისტიანებს წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ ცნობილი აღმოსავლური სისასტიკე შეიძლება მზგავსი ფორმები მიიღოს. შემდეგ კი გაირკვა, რომ დარბევის ორგანიზატორები რომლებსაც ხელისუფლება აქეზებდა, დამრბევებს არწმუნებდნენ რომ ჩადენილი ქმედებებისთვის პასუხს მათ არავინ მოსთხოვს”- (ორჰან პამუკი, “სტამბული. მოგონებების ქალაქი”)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური