„პედაგოგობა არ ნიშნავს საგნის უბადლო ცოდნას“ – მასწავლებლის მიმართვა კოლეგებს
ფილოლოგი და პედაგოგი გოჩა გოჩოშვილი პედაგოგებს მიმართავს და ამბობს, რომ, პედაგოგობა მხოლოდ ელექტრონული რესურსების კარგი ცოდნა არაა და მთავარი ფუნქცია მოზარდის პიროვნებად ჩამოყალიბებაა:
„ვიცი რომ, ბევრს აღიზიანებს, მაგრამ ეს მაინც უნდა ვთქვა. პედაგოგობა არ ნიშნავს საგნის უბადლო ცოდნას. ელექტრონული რესურსების შექმნის უნარს და მერე მათ გაზიარებას და მით უმეტეს, ამით ტკბობას და საკუთარი ნამოღვაწარით სხვისთვის, ვინც ამას ასე არ აკეთებს, მასავით არ ირჯება, პირის ამოკერვის მცდელობის უფლების მინიჭებას საკუთარი პერსონისთვის … სკოლა, პედაგოგობა მხოლოდ ეს არ არის, ან ეს სულაც არ არის.
რესურსების შექმნა, ტექნოლოგიური ინოვაციების მართვის ხელოვნება დიდი საქმეა და ყველა პედაგოგის მიმართ, ვინც ამას აკეთებს, ეს ძალუძს და მერე ამ ყველაფერს კოლეგებს უშურველად უზიარებს, უდიდეს პატივისცემას გამოვხატავ, მაგრამ, ვიმეორებ ეს არ არის საკმარისი. სკოლა, მასწავლებელი ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რაც შეუძლია და როგორც თვლის საჭიროდ, რომ პიროვნებები აღზარდოს, ჩამოაყალიბოს.
და ათასჯერ მითქვამს თვითკმარი, თვითკმაყოფილი პედაგოგი ამას ვერ, არ შეძლებს. ჩემი აზრით კი, ესაა ჩემი მისია და არასდროს მივცემ თავს უფლებას, ვინც ასე არ ფიქრობს, ისე არ აკეთებს საქმეს, როგორც მე, შევუტიო და ზოგადად სისტემის გაუმართაობაზე კრიტიკული აზრის გამოთქმა ავუკრძალო. უბრალოდ, ეთიკური ნორმებიდან გამომდინარე მაინც, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.
ოპონენტთა გასაგონად ვიტყვი, ნამოღვაწარის კონკრეტიკას რომ მოითხოვენ ჩემგან: ბევრს არაფერს ვაკეთებ განსაკუთრებულს და საჯაროდ გამოსაფენს. ” ვცოდავ “, ალბათ, მაგრამ რასაც ვაკეთებ, იმ მცირედს მოსწავლეთათვის, რომ ისინი ლიტერატურის დიდ, შეუდარებელ მადლს ვაზიარო , წიგნის სიყვარული ჩავუნერგო, იმ წიგნისა, ბევრი რომ გაქრობას უწინასწარმეტყველებს და მე კი მგონია, რომ მას ვერაფერი ჩაანაცვლებს, რადგან ის მხოლოდ ინფორმაციის მიღების საშუალება არაა“, – აცხადებს პედაგოგი.
-
„სად გაქრა XIX საუკუნის ანექსია, აჯანყებები, რუსული მმართველობის დამყარება?“ – საგნობრივი ექსპერტი ისტორიის სახელმძღვანელოზე
by ARIS.GE-განათლება
-
„ჩვენი მიზანია, მინიმუმ გათანაბრდეს სწავლების ხარისხი საჯარო და კერძო სკოლებს შორის“
by ARIS.GE-განათლება
-
ცნობილია, ვისი ავტორობით დაიწერა და რა წერია ახალ სასკოლო წიგნებში – ელექტრონული ვერსიები კლასების მიხედვით (I ნაწილი)
by ARIS.GE-განათლება