GE

პეტრე შოთაძის სამედიცინო აკადემიაში ქირურგ გურამ ტატიშვილთან შეხვედრა გაიმართება

ფოტო –
8939

22 ნოემბერს, 13 საათზე პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიის სააქტო დარბაზში გაიმართება შეხვედრა ქირურგთან, მეცნიერთან, ჯანდაცვის ორგანიზატორთან, პროფესორ გურამ ტატიშვილთან.

გურამ ტატიშვილს გამოქვეყნებული აქვს 220 სამეცნიერო ნაშრომზე მეტი, რომლებიც ქირურგიის, ტრავმატოლოგიის, ტრანსპანტოლოგიის აქტუალურ საკითხებს ეხება. იგი 6 მონოგრაფიის და 12 გამოგონების ავტორია. მისი ხელმძღვანელობით 20-ზე მეტი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციაა დაცული.

ბატონი გურამი საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტია. იგი ბრწყინვალების ორდენის კავალერი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური