თბილისის სამედიცინო აკადემიის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრს სიმულატორები გადაეცა
სამედიცინო უნივერსიტეტების კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრების განვითარება პროგრამის “შენარჩუნება” დიპლომამდელი სამედიცინო განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. პროექტი სამიზნე ცენტრებს დახმარებას უწევს პედაგოგთა გადამზადებაში, კურიკულუმის, სტუდენტთა საკომუნიკაციო და კლინიკური უნარ-ჩვევების სწავლებისა და შეფასების მეთოდების შემუშავებაში. პროგრამა “შენარჩუნება” ასევე უზრუნველყოფს მათ სამეანო და გინეკოლოგიური სიმულატორებით აღჭურვას.
2014 წლის 25 ივლისს პროგრამა “შენარჩუნების” ფარგლებში, ეფექტური პერინატალური მოვლის პრინციპებსა და ოჯახის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდებში პედაგოგთა გადამზადების შემდგომ, თბლისის სამედიცინო აკადემიის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრს უსასყიდლოდ გადაეცა სამეანო და გინეკოლოგიური სიმულატორების სრული პაკეტი. მომავალი წლიდან თბილისის სამედიცინო აკადემიის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ შეისწავლონ და დახვეწონ თავიანთი უნარები გინეკოლოგიური და სამეანო გასინჯვის, მშობიარობისა და ნაყოფის სიმულატორების გამოყენებით.
-
თსა-ში OSCE ტიპის გამოცდები ჩატარდა
by პეტრე შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემია
-
პეტრე შოთაძის სამედიცინო აკადემიაში ქირურგ გურამ ტატიშვილთან შეხვედრა გაიმართება
by პეტრე შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემია
-
ტემპუსის DECERPH პროექტის ფარგლებში 6 თვიანი მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
by პეტრე შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემია