ტემპუსის DECERPH პროექტის ფარგლებში 6 თვიანი მუშაობის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
17 ივლისს ტემპუსის პროექტის – “ჰემატოლოგიის კურიკულუმის განვითარება და ჰემატოლოგიური რეგიონალური პლატფორმის შექმნა” (DECERPH) ფარგლებში 6 თვიანი მუშაობის შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრები გაიმართა.
პროექტის მიმდინარეობის ადგილზე გაცნობის მიზნით პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიას პროექტში მონაწილე დიდი ბრიტანეთის, იტალიის, ესპანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგელობითი 17 კაციანი დელეგაცია ეწვია. თსა-ში პროექტის განმახორციელებელ ჯგუფთან ერთად გაიმართა დისკუსია ჰემატოლოგიის კურიკულუმის მოდიფიცირებასთან დაკავშირებით. დელეგაციამ მოინახულა თსა-ს ლაბორატორია, რომელიც მალე პროექტის ფარგლებში აღიჭურვება ახალი აპარატურით.
ევროპელმა პარტნიორებმა დადებითად შეაფასეს პროექტის მიმდინარეობის პროცესი თბილისის სამედიცინო აკადემიაში.
-
თსა-ში OSCE ტიპის გამოცდები ჩატარდა
by პეტრე შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემია
-
პეტრე შოთაძის სამედიცინო აკადემიაში ქირურგ გურამ ტატიშვილთან შეხვედრა გაიმართება
by პეტრე შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემია
-
თბილისის სამედიცინო აკადემიის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრს სიმულატორები გადაეცა
by პეტრე შოთაძის სახელობის სამედიცინო აკადემია