პირველკურსელები Welcome Party-ზე
8 სექტემბერს, 8 საათზე “თბილისი ივენთ ჰოლში” კავკასიის უნივერსიტეტეტის პირველკურსელებისთვის Welcome Party-ი გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი და მასპინძელი კავკასიის უნივერსიტეტი იყო.
ღონისძიებაში მონაწილეობა პირველკურსელებთან ერთად მაგისტრანტებმაც მიიღეს.
საღამო უკვე გამოცდილ წამყვანებს, კავკასიის უნვერსიტეტის სტუდენტებს – გიორგი კუხალაშვილს, ელენე ბაღათურიას და ქეთა მათიაშვილს მიყავდათ. საღამოს მუსიკალურ გაფორმებაზე კი, ასევე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი ხოტივრიშვილი ზრუნავდა.
მისასალმებელი საღამოს დასაწყისში სტუდენტებს სიტყვით უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ მიმართა.
სიტყვით გამოსვლის შემდეგ წვეულების გასართობი ნაწილი დაიწყო.
დღის ბოლოს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ადმინისტრაციის წევრებთან და დეკანებთან ერთად სადღესასწაულო ტორტის პირველი ნაჭერი ჩამოჭრა და ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
Welcome Party გვიანობამდე დიჯეი-მუსიკით გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ 2012 წელს კავკასიის უნივერსიტეტი პირველკურსელთა მიღების განსაკუთრებული რაოდენობით გამოირჩევა. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად უნივერსიტეტში სწავლა 695 სტუდენტმა დაიწყო.