პოლონეთის საელჩოს და საერთაშორისო განათლების ცენტრის კონკურსი სტუდენტებისთვის
პოლონეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და საერთაშორისო განათლების ცენტრი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პატრონაჟით და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან და ევროკავშირ – საქართველოს ბიზნეს საბჭოსთან თანამშრომლობით, აცხადებენ ნაშრომების კონკურსს საქართველოს უნივერსიტეტების 3-4 კურსისა და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.
კონკურსის თემაა: აღმოსავლეთ პარტნიორობა.
– ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება და მისი გავლენა საქართველოზე
– ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული სარგებელი საქართველოსათვის
– ადამიანის უფლებები და ევროინტეგრაციის პროცესის გავლენა ქვეყნის სოციალურ განვითარებაზე.
საკონკურსო ნაშრომი არ უნდა აღემატებოდეს 20 ნაბეჭდ გვერდს გამოყენებული ლიტერატურის სიით (ინტერვალი 1,5). ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ან ინგლი-სურ ენაზე. ნაშრომს თან უნდა დაერთოს ერთგვერდიანი რეზიუმე მეორე ენაზე.
საკონკურსო ნაშრომების მიღების ბოლო დღეა 2014 წლის 1 აპრილი.
ყველა კატეგორიაში გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები (პლანშეტური კომპიუტერები, ელექტრონული ხელსაწყოები, ვაუჩერები წიგნების შესაძენად. ასევე მიეცემათ სტაჟირების გავლის შესაძლებლობა).
ნაშრომები უნდა ჩაბარდეს საერთაშორისო განათლების ცენტრის თბილისის ან რეგიონალურ ოფისებში ქუთაისში, ბათუმში, თელავში და ახალციხეში შემდეგ მისამართებზე:
0108 თბილისი: ჭოველიძის ქ. 10, საერთაშორისო განათლების ცენტრი, ტელ.: 2 252615, nino@osgf.ge; cie@osgf.ge
ნაშრომების გაგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრონული ან დაზღვეული ფოსტით.
დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ცენტრის ვებ გვერდს: www.cie.ge;
საკონტაქტო პირი: ნინო ქემერტელიძე n.kemertelidze@gruni.edu.ge ; 577 53 86 26
-
GRUNI-ში მდგრადი ბიზნესის მენეჯმენტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების წარდგენის ღონისძიება გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
13 დეკემბერს GRUNI-ში აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე გაიმართება
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
-
GRUNI-ში ლიდერობის პროგრამა – IYLCP საზეიმოდ დაიხურა
by გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი