რომელ საგნებში შეძლებენ გამოცდის ჩაბარებას მოქმედი პრაქტიკოსი მასწავლებლები ნოემბერში – ვიდეოინსტრუქცია
პრაქტიკოსის სტატუსის მქონე იმ მოქმედი პედაგოგებისათვის, რომლებსაც სურთ გამოცდა ნოემბრის თვეში ჩააბარონ, რეგისტრაცია დღეს, 25 სექტემბერს დაიწყო და 8 ოქტომბრის 18:00 საათამდე გაგრძელდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, გამოცდის დასახელება ასე ჟღერს: „არაქართულენოვანი სკოლების/სექტორის პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდა“.
NAEC-ის ცნობით, პრაქტიკოსის სტატუსის მქონე მოქმედი პედაგოგები რეგისტრაციის გავლას მხოლოდ ელექტრონულად, online.naec.ge-ზე შეძლებენ. რეგისტრაცია უფასოა.
რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია (სუბტიტრებით აზერბაიჯანულ ენაზე)
რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია (სუბტიტრებით სომხურ ენაზე)
აღსანიშნავია, რომ პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მქონე პედაგოგებს შეუძლიათ, ჩააბარონ მხოლოდ უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, ხოლო პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირებს – ერთ-ერთი საგნის გამოცდა შემდეგი ჩამონათვალიდან:
- მათემატიკა (დაწყებითი საფეხური);
- ბუნებისმეტყველება (დაწყებითი საფეხური);
- აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები);
- რუსული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები);
- სომხური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები);
- ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისა და სექტორებისათვის (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
- მათემატიკა (საბაზო ან/და საშუალო საფეხური);
- საზოგადოებრივი მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ისტორია, გეოგრაფია, სამოქალაქო განათლება;
- საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია;
- უცხოური ენები (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური): ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული;
- სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
- მუსიკა;
- სპორტი;
- ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები/კომპიუტერული ტექნოლოგიები;
- სომხური ენის გამოცდა;
- აზერბაიჯანული ენის გამოცდა.
რეგისტრაციისას შესაბამისი გამოცდის არჩევა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე.
გაითვალისწინეთ: გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ – „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: თბილისი, ე. მინდელის N9), რეგიონებში კი ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში 8 ოქტომბრის 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100).
შეგახსენებთ, არაქართულენოვანი სკოლების პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისათვის გამოცდები მიმდინარე წლის ნოემბერში ჩატარდება.
-
გამოქვეყნდა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მეორე ტურის პირველადი შედეგები, გამსვლელი ქულები და სწორი პასუხები – 2025-2026 სასწავლო წელი
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
უცხოეთიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის გამოცდა 4 თებერვალს ჩატარდება
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
-
რა ქულებზე ჩააბარეს მსურველებმა სახელმწიფო ენის გამოცდა – შედეგები და სწორი პასუხები ცნობილია
by შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი