„ევროპის უნივერსიტეტს“ ესპანეთის სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის პროფესორები ეწვევიან
30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, „ევროპის უნივერსიტეტს“ ესპანეთის სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის პროფესორები – სერხიო სინზა სანხურხო და დანიელ რეი ალდანა ეწვევიან.
უნივერსიტეტის მიერ 29 აპრილს გამოქვეყნებული ინფორმაციით, ესპანელი პროფესორები „ევროპის უნივერსიტეტის“ ლექტორებისთვის ტრენინგების კვირეულს „Simulation-Based Clinical Teaching and Assessment“ გაუძღვებიან.
ოთხი დღის განმავლობაში ლექტორებს ექნებათ შესაძლებლობა, გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება და სიმულაციური და კლინიკური სწავლების ახალ მეთოდებს გაეცნონ.
ტრენინგების კვირეულის მიზანია „ევროპის უნივერსიტეტის“ ლექტორებისთვის აკადემიური განვითარების შესაძლებლობის შექმნა და სასწავლო პროცესში თანამედროვე მიდგომების ინტეგრირება.
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ დაიწყო „კავკასიის მეორე რეგიონული კურსი ნეიროეპიდემიოლოგიაში“
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტში“ ერაზმუსის დღეები აღინიშნა
by ევროპის უნივერსიტეტი
-
„ევროპის უნივერსიტეტის“ მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელებისთვის კახეთში გასვლითი ტური მოეწყო
by ევროპის უნივერსიტეტი