„რა ხდება, თუ ჩაბარებული გაქვს ქართული ენა ან მათემატიკა (VII-XII), რატომ არ არის საკმარისი ეს კომპეტენცია დაწყებით საფეხურზე?“
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მარტვილიდან, ოთო დანელია მოქმედი მასწავლებლებისთვის საფეხურის მიხედვით კომპეტენციის დადასტურების თემას ეხმიანება და ამბობს, რომ გამოცდა, როგორც კომპეტენციის დადასტურების საშუალება საკამათო სულაც არ არის, მაგრამ პრობლემა სხვა რამეა და ამაზე პასუხი პედაგოგებს დღეს არ აქვთ:
“საგნის კომპეტენციის ინდიკატორი არის გამოცდა. ამაზე არ ვკამათობთ. აქ გასარკვევი და საკამათო სხვა რამ არის. მაგალითად, თუ ჩაბარებული გაქვს ქართული ენა ან მათემატიკა (VII-XII კლასები), რატომ არ არის საკმარისი ეს კომპეტენცია დაწყებით საფეხურზე?
არ მითხრათ ახლა, იქ სხვა სტანდარტები და მეთოდებიაო. თქვენც ხომ იცით, რომ ქართული ენისა და ლიტერატურის ან მათემატიკის კომპეტენტური მასწავლებლისთვის ეს ძალიან მარტივი გამოწვევაა. აქაც საკამათო არაფერია!
თუ ისტორიას და უცხო ენას არ აქვს საფეხურებად დაყოფის ვალდებულება, ლოგიკურად არ უნდა ჰქონდეს ქართულ ენასა და მათემატიკასაც. აქაც არ უნდა ვკამათობდეთ!
მაშინ რა ხდება?”, – წერს 26 აპრილს გამოქვეყნებულ წერილში ოთო დანელია.
ამავე თემაზე:
„ამ გამოცდებით მასწავლებლები ვიქნებით მუდმივ ტონუსში – აბა, ჩვენ ხომ ისე წიგნს არ გადავშლით?!…“
-
როცა ცვლილება გაურკვევლობას ბადებს – ერთი პედაგოგის ხედვა
by განათლებული ბლოგი
-
თსუ-ის პროფესორი: „ან მაშინ ვიტყუებოდით, როცა 240 კრედიტიანმა პროგრამებმა აკრედიტაცია გაიარა, ან ახლა, სხვა დასკვნა შეუძლებელია“
by განათლებული ბლოგი
-
„მე ვარ ნათიას პარალელკლასელი მიჯნური! – იყო პასუხი!“ – წერილები ჩემი ბავშვობიდან
by განათლებული ბლოგი