GE

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში Teen academy-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

28 აპრილს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში ყველაზე მასშტაბური ღონისძიების – Teen academy-ის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.

უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, წელს, პროექტში, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ასობით მოსწავლე მონაწილეობდა. თითოეულმა მათგანმა, არჩეული სპეციალობის შესაბამისად, პრაქტიკული სასწავლო კურსი გაიარა, შემდეგ კი, მიღებული ცოდნა სხვადასხვა პროექტისა და პრეზენტაციის სახით წარმოადგინა.

პროექტის ფინალურ ეტაპზე ჩართული ყველა მონაწილე გრუნის 20%-იანი შიდა დაფინანსებით დაჯილდოვდა, ხოლო მთავარი პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდა:

100%-იანი სასწავლო დაფინანსება:

  • თანანა კანკია (სამართალი).

70%-იანი დაფინანსება:

  • ზვიად ძამისყარაშვილი (ჟურნალისტიკა);
  • ნიკოლოზ ასანიძე (მენეჯმენტი).

50%-იანი დაფინანსება:

  • თორნიკე კაპანაძე (მედიცინა);
  • ანი ბეგიაშვილი (სტომატოლოგია);
  • ბარბარე მაჩიტიძე (ფსიქოლოგია);
  • ნინო ჭილაშვილი (ფსიქოლოგია);
  • მარიამ მილორავა (ჟურნალისტიკა);
  • ანანო ბარბაქაძე (საჯარო მმართველობა და პოლიტიკა);
  • მარიამ ტყავაძე (ფინანსები);
  • ანი მოსეშვილი (ხელოვნური ინტელექტი (AI) და პროგრამირება ბიზნესში).

30%-იანი დაფინანსება:

  • ბარბარე სამხარაძე (მარკეტინგი);
  • ლიზა რაზმაძე (მარკეტინგი);
  • ნინი ქიტიაშვილი (ხელოვნური ინტელექტი (AI) და პროგრამირება ბიზნესში).

გრუნი მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს და წარმატებას უსურვებს!

უნივერსიტეტის სხვა ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური