პრემიერ-მინისტრის მრჩეველის ვიზიტი CIU-ში

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ნიკო თათულაშვილი შეხვდა.
სტუმარმა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებულ სტრატეგიულ დოკუმენტებზე ისაუბრა. განიხილა ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის პრინციპები, შესაბამისი სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩო.
შეხვედრის მეორე ნაწილმა კი ინტერაქციულ რეჟიმში ჩაიარა, სადაც აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა სტუმართან მათთვის საინტერესო საკითხებით დაინტერესებულიყვნენ.
საჯარო შეხვედრის დაწყებამდე ნიკო თათულაშვილი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორს, კახაბერ კორძაიას შეხვდა, სადაც მხარეებმა სამთავრობო სტრუქტურებთან უნივერსიტეტის აქტიური თანამშრომლობა განიხილეს.
-
„CIU აკადემია აბიტურიენტებისთვის – 2025“ იწყება by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
აბიტურიენტებისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ღია კარის დღეს 22 მარტს გამართავს by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU აცხადებს მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეების მიღებას პროექტში – „სამართლის აკადემია“ by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი