„CIU აკადემია აბიტურიენტებისთვის – 2025“ იწყება
თუ ხარ აბიტურიენტი და გაინტერესებს გაიცნო შენი მომავალი პროფესია, ეს პროექტი შენთვისაა – “CIU აკადემია აბიტურიენტებისთვის – 2025“ იწყება!
პროექტის მიზანია აბიტურიენტებისთვის პროფესიის არჩევის პროცესში მხარდაჭერა და სტუდენტობისთვის მომზადება.
პროექტის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ უკეთ გაიცნონ მათთვის საინტერესო პროფესია. შეხვდნენ სხვადასხვა დარგში წარმატებულ ადამიანებს და შეაფასონ პროფესიის შესაძლებლობები, საკუთარი უნარები და პოტენციალი ამ სფეროში.
კურსის მიმდინარეობისას აბიტურიენტებს ჩაუტარდებათ ინტერაქციული ლექცია-სემინარები და პროფესიული ვორქშოფები აქტუალური პროფესიების მოქმედ, წარმატებულ წარმომადგენლებთან.
პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ აბიტურიენტს (მე-10, მე-11, მე-12 კლასი);
პროექტში მონაწილეობა უფასოა;
ლექცია-სემინარები ჩატარდება ონლაინ, ZOOM-ის პლატფორმაზე;
რეგისტრაცია იწყება 14 მარტიდან.
პროექტის შინაარსობრივი ნაწილი მომზადებულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის აკადემიური გუნდის მიერ, ფაკულტეტების დეკანების ინიციატივით.
პროექტის ხანგრძლივობა: 24 მარტი – 16 აპრილი
- სამართლის აკადემია: 24 – 28 მარტი;
- მედიცინის აკადემია: 29 მარტი – 2 აპრილი;
- ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია: 3 – 7 აპრილი;
- დიპლომატიის, ჟურნალისტიკისა და ინგლისური ენისა და ლიტერატურის აკადემია: 8 – 12 აპრილი;
- მევენახეობა-მეღვინეობის აკადემია: 14 – 16 აპრილი.
პროექტში რეგისტრაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ სარეგისტრაციო ბმული და შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი აკადემია:
რეგისტრაციის შემდეგ თქვენ მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას.
თითოეულ პროფესიულ აკადემიაზე ზუსტი განრიგის, სპიკერებისა და თემატიკის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება ეტაპობრივად.
-
CIU-ში მევენახეობისა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს პროფესორები ვახტანგ მაისაია და ალიკა გუჩუა პოლონეთის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრებად აირჩიეს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი