CIU აცხადებს მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეების მიღებას პროექტში – „სამართლის აკადემია“
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) აცხადებს მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეების მიღებას პროექტში – „სამართლის აკადემია“.
პროექტის მიზანია აბიტურიენტები შეხვდნენ სამართლის დარგის წარმატებულ წარმომადგენლებს, გაეცნონ დარგის სიახლეებს, პროფესიის აქტუალურ მიმართულებებს და გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი.
პროექტი გაიმართება დისტანციურად (online), ZOOM პლატფორმის მეშვეობით.
სალექციო პერიოდი: 24-28 მარტი;
ლექციების განრიგი:
გიორგი ხატიძე – სამართლის დოქტორი, პროფესორი, CIU-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანი;
თემა: „იურისტის პროფესია“;
თარიღი: 24 მარტი, 19:00 სთ.
ზვიად გაბისონია – სამართლის დოქტორი, პროფესორი, CIU-ს ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების სამართლის კვლევითი ცენტრის დირექტორი;
თემა: „სამართალი და თანამედროვე ტექნოლოგიები“;
თარიღი: 25 მარტი, 19:00 სთ.
როინ მიგრიაული – სამართლის დოქტორი, CIU-ს პროფესორი, საადვოკატო ბიუროს – “მიგრიაული და პარტნიორები” – ხელმძღვანელი;
თემა: „ადვოკატის როლი მართლმსაჯულებაში“
თარიღი: 26 მარტი, 19:00 სთ.
ნინო ბაქაქური – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე 2014-2024 წლებში, CIU-ს ასოცირებული პროფესორი;
თემა: „მოსამართლის როლი მართლმსაჯულებაში“;
თარიღი: 27 მარტი, 19:00 სთ.
ირაკლი ნადარეიშვილი – სამართლის დოქტორი, CIU-ს ასოცირებული პროფესორი, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის უფროსი;
თემა:“ პროკურორის როლი მართლმსაჯულებაში“;
თარიღი: 28 მარტი, 19:00 სთ.
პროექტში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, იხილოთ სარეგისტრაციო ბმული.
-
„საჯარო გამოსვლის ხელოვნება“ – CIU-ს სტომატოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, საჯარო ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „თეთრი ხალათების“ ცერემონია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
„მწვანე ფინანსების გავლენა განვითარებადი ქვეყნების მდგრად ეკონომიკურ განვითარებაზე“ – CIU-ში პანელური დისკუსია გაიმართება
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი