აბიტურიენტებისთვის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ღია კარის დღეს 22 მარტს გამართავს
ძვირფასო აბიტურიენტო, შემოგვიერთდი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (CIU) ღია კარის დღეზე!
შეხვდი CIU-ს რექტორს, დეკანებს, პროგრამის ხელმძღვანელებსა და სტუდენტებს.
დღის ფარგლებში მიიღებ დეტალურ ინფორმაციას შენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე, მათ შორისაა:
- საბაკალავრო პროგრამები;
- გაცვლითი პროგრამები;
- პრაქტიკული ლაბორატორიები და დამატებითი რესურსები;
- კარიერული მასტერკლასები;
- სტუდენტური ცხოვრება;
- დასაქმება;
- სპეციალური წამახალისებელი შეთავაზებები აბიტურიენტებისთვის.
ღია კარის დღეზე, შესაძლებლობა გექნება მონაწილეობა მიიღო შენთვის საინტერესო სხვადასხვა პროფესიულ პრაქტიკულ აქტივობაში, რომელსაც თითოეული ფაკულტეტი შემოგთავაზებს.
ასევე, მიიღე დეტალური ინფორმაცია “CIU აკადემიების“ შესახებ, რომელიც აბიტურიენტებისთვის უახლოეს პერიოდში იგეგმება.
ღია კარის დღის თარიღი: 22 მარტი;
დრო: 13:00 სთ.;
მდებარეობა: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ჩარგლის ქუჩა 73;
აუდიტორია N 101 (პირველი სართული).
შეხვედრაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიარო რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე.
-
CIU-ში მევენახეობისა და მეღვინეობის სადოქტორო პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ს პროფესორები ვახტანგ მაისაია და ალიკა გუჩუა პოლონეთის პოლიტიკის მეცნიერებათა ასოციაციის წევრებად აირჩიეს
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
-
CIU-ში სტომატოლოგიის მიმართულების სტუდენტებისთვის ლექცია გაიმართა
by კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი