პროდუქტიულობის ასამაღლებელი 17 რჩევა
რას ვაკეთებ არასწორად? რისი შეცვლა შემიძლია იმისათვის, რომ საქმე უფრო სწრაფად და ხარისხიანად გავაკეთო? თითოეულ ჩვენგანს არა ერთხელ დაუსვამს მსგავსი კითხვები საკუთარი თავისთვის. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას დასახული მიზნის მისაღწევად.
1.ჩაიწერეთ ყველა საქმე, ნუ ეცდებით ყველაფრის დამახსოვრებას. გადაიტანეთ თქვენი აზრები ფურცელზე ან შესაბამის პროგრამაში. რაც უფრო ნაკლებს იფიქრებთ გასაკეთებელ საქმეებზე, მით უფრო შეგეძლებათ კონცენტრაცია მოახდინოთ მიმდინარე ამოცანაზე და მის ხარისხიანად შესრულებაზე.
2.განსაზღვრეთ პრიორიტეტები. თვიდან მნიშვნელოვანი საქმეები გააკეთეთ. ერთი შეხედვით ეს მარტივია, მაგრამ რეალობაში ჩვენ ხშირად მეორეხარისხოვანი საქმეებით ვკადებით, პირველზარისხოვანი კი მომავლისთვის გადაგვაქვს. სცადეთ შემდეგი: დილით ადრე ადექით, გააკეთეთ თქვენი საქმეები, რის შემდეგაც 2-3 საათი კონკრეტულ ამოცანას დაუთმეთ. ეს დაგეხმარებათ დასახული მიზნის დროულად მიღწევაში.
3.ყოველ საღამოს შეადგინეთ მომდევნო დღის გეგმა, ოღონდ ეს დილისთვის არ გადადოთ. ეს ძალიან მარტივი რჩევაა, თუმცა მისი საშუალებით თქვენ არ დახარჯავთ დროს უმნიშვნელო საქმეებზე, ყურადღებას მთავარ ამოცანებზე გაამახვილებთ და პრიორიტეტებს სწორად განსაზღვრავთ.
4.უარი თქვით ქაღალდის გამოყენებაზე. ყველა ჩანაწერი, საქმე და პროექტი მხოლოდ ელექტრონული ვერსიით აწარმოეთ. ეს დაგეხმარებათ დროის დაზოგვაში. ფაილების სწორად ორგანიზების შემთხვევაში კი თქვენ საჭირო ინფორმაციას სწრაფად მოძებნით.
5.გამოიყენეთ ფაილების სინქრონიზაციის სერვისი, რომელიც თითქმის ყველა მოწყობილობას აქვს. გაიხსენეთ, რამდენი დრო გეხარჯებათ ფუჭად, მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა საჭირო ფაილი არ გაქვთ ხელთ.
6.გამოიყენეთ „მაინდ-მეფინგი“. ეს არის აზროვნების მთელი პარადიგმა. მისი გამოყენება პროდუქტიულობას 10-ჯერ ამაღლებს. მენტალური რუკის შედგენით თქვენ შეძლებთ ინფორმაციის უკეთ დამახსოვრებას და ახალი ინფორმაციის გენერირებას.
7.კომპიუტერთან მუშაობისას ყოველი წუთი დაზოგეთ. როგორ გამოიყენებს ადამიანების უმრავლესობა კომპიუტერს? ამისათვის მაუსი და კლავიატურაა საჭირო. კომპიუტერთან მუშაობისას ჩვენ ვიყენებთ კურსორს, ტექსტისა და ციფრების ასაკრეფად კი კლავიატურას. ყველამ არ იცის, რომ თითქმის ყველა მოქმედებისთვის ოპერატიულ სიტემასა და პროგრამაში ღილაკების კმბინაცია-hotkeys არის გათვალისწინებული.
დამტკიცებულია, რომ კურსორთან შედარებით მათი გამოყენება ბევრად უფრო ეფექტურია. გთავაზობთ მათ ჩამონათვალს.
8.აითვისეთ ბრმა ბეჭდვა. ინტერნეტში თქვენ უამრავ ონლაინ-გაკვეთილს იპოვით. თუ თქვენი საქმიანობა კომპიუტერთანაა დაკავშირებული, ამ ხერხის დახმარებით თქვენ ყოველდღიურად უამრავ დროს დაზოგავთ.
9.ნუ შეეცდებით ყველაფრის ერთდრიულად გაკეთებას. ამოირჩიეთ ამოცანა, უკუაგდეთ ხელის შემშლელი ფაქტორები (კოლეგები, სოციალური ქსელები, სკაიპი, ინტერნეტი, ელ-ფოსტა) და საქმეს შეუდექით.
10.ადრე გაიღვიძეთ. ეს დაგეხმარებათ ყოველდღიურად ბევრი საქმის შესრულებაში.
11.დაკავდით სპორტით. როცა თქვენი სხეული სათანადო ფორმაში იქნება, გონებაც უფრო ეფექტურად იმუშავებს.
12.ყურადღებით შეადგინეთ გასაკეთებელი საქმეების სია. თქვენ გეგმაში უნდა იყოს მხოლოდ ის საქმეები, რომელთა შესრულებაც არის შესაძლებელი. მაგალითად „ახალი პროექტის ჩაშვება“ არის პროექტი. ხოლო „პროექტის მიზნების განსაზღვრა 2 თვეზე“ ეს უკვე უფრო გავს საქმეს. უკეთესია, თუ თქვენ გეგმაში იქნება კონკრეტული ქმედებების ჩამონათვალი.
13.ყოველი ამოცანის შესასრულებლად განსაზღვრული დრო გამოყავით. არსებობს სპეციალური სქემა სასაცილო სახელით „პომოდორო“.
14.უმნიშვნელო საქმეებს ყურადღება არ მიაქციოთ. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ რამდენ დამატებით დროს მოიპოვებთ.
15.იყავით აქტიურები. თვითონ განსაზღვრეთ რისი გაკეთება ღირს და რისი არა.
16.ფაილები საჭირო ადგილას შეინახეთ. ამისათვის მათი დახარისხების სათანადო სისტემა უნდა მოიფიქროთ. ეს რჩევა ინფორმაციის სწრაფად მოძებნასა და დამუშავებაში დაგეხმარებათ.
17.ცვალეთ თქვენი საქმიანობის სფერო. რაც უფრო დიდზანს გააკეთებთ ერთსა და იმავეს, მით უფრო დაბალია თქვენი პროდუქტიულობა. შეცვალეთ საქმიანობის სფერო დღეში რამდენჯერმე. ეს მაღალი შემოქმედებითი პოტენციალის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
და რაც ყველაზე მთავარია: არ დაგავიწყდეთ რისთვის აკეთებთ ამ ყველაფერს. ყურადრება პირად ცხოვრებაასაც მიაქციეთ. რა აზრი ექნება თქვენ პროდუქტიულობას თუ საკუთარი თავისთვის, მეგობრებისთვის, ახლობლებისთვის და დასვენებისთვის დრო არ დაგრჩათ? არ დაგავიწყდეთ თქვენი სულიერი და მატერიალური მიზნები!
10 რამ, რისი სწავლაც 5 წუთში შეგიძლია, რათა უკეთესი პედაგოგი გახდე
წყარო. adme.ru