10 რამ, რისი სწავლაც 5 წუთში შეგიძლია, რათა უკეთესი პედაგოგი გახდე
თანამედროვე პედაგოგიკა არაერთი გამოწვევის, სირთულისა და რისკის წინაშე დგას. ტექნოლოგიის განვითარბის პარალელურად, შეიცვალა მოსწავლეების მსოფლმხედველობა და მათი სურვილები. ახალ თაობას გაუჩნდა ახალი მოთხოვნები, რომელთაც პედაგოგთანაც თამამად განიხილავს. ეს პედაგოგების ნაწილს მოტივაციას უღვიძებს, ნაწილში კი განრისხებას იწვევს. ნებისმიერ შემთხვევაში, განვითარება ყველა მასწავლებელს უნდა. გთავაზობთ 10 მარტივ გზას უკეთესობისკენ შესაცვლელად:
1. შეფასების მნიშვნელობა – შეფასების მიზანი არამხოლოდ მოსწავლის ამჟამინდელი დონის დადგენა, არამედ მისი პროგრესის დანახვის საშუალებაც უნდა იყოს. კვლევები აჩვენებს, რომ სტანდარტული შეფასება არ მოქმედებს მის მოტივაციაზე და არ უჩენს გაუმჯობესების სურვილს. შეფასების მეთოდის შეცვლა კი, შესაძლოა, მისთვის სტიმული გახდეს. თუ მოსწავლეებს ერთმანეთის შეფასების საშუალებას მისცემთ, ეს შედეგად მოგცემთ მოსწავლეებს შორის უკუკავშირს, კომუნიკაციას, ერთმანეთის პრობლემების გაზიარებას. მთავარია, ამისთვის შექმნათ ჯანსაღი და მეგობრული გარემო.
ქულის დაწერამდე დაუსვით საკუთარ თავს შეკითხვა, რატომ მეტი არა? ამ კითხვაზე პასუხით კი მოსწავლეს მისი პრობლემები გააცანით და ასწავლეთ გაუმჯობესების გზები.
2. გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგია სწავლების დროს. მაგალითად, google drive-ში აუტვირთეთ ფაილები.
3. გამოაქვეყნეთ მოსწავლეთა ნამუშევრები, მოაწყვეთ საჯარო განხილვა, ამსჯელეთ მოსწავლეები ერთმანეთის შეცდომებსა და სწორ მიგნებებზე. საჭიროების შემთხვევაში, ნამუშევარი, შესაძლოა, ანონიმური იყოს და გაითვალისწინეთ ისიც, რომ ამ პროცესში ყველა არ ჩაერთვება, თუმცა ესეც შეფასების განსხვავებული გზაა.
4. მნიშვნელოვანია საკლასო ოთხაში სიმშვიდის შენარჩუნება. ეს შეგიძლია „ერთი ტაში, ორი ტაშის „ მეთოდი გამოიყენოთ- თქვენ უკრავთ ტაშს (თითქმის უხმოდ), ვინც გისმენთ ის უკრავს ორჯერ და ეს გრძელდება მანამ სანამ ყველა მოსწავლე არ შეწყვეტს საუბარს და ტაშს არ დაუკრავს. საბოლოოდ, მოსწავლეების გაჩუმების ეს სახალისო გზა აპლოდისმენტებში გადაიზრდება.
5. ყურადღებით შეარჩიეთ ბავშვები, რომლებმაც ერთ ჯგუფში უნდა იმუშაონ. დავალების მიზანი მხოლოდ მისი შესრულება კი არა, ერთმანეთისგან კონკრეტული უნარების სწავლა უნდა იყოს. მაგალითად, ზოგს სჭირდება კომუნიკაციის, დროის მენეჯმენტის ან სხვა უნარების განვითარება. თუ ჯგუფში რომელიმე ბავშვს ყველა უნარი ერთნაირად აქვს განვითარებული, ის ლიდერის ამპლუას მოირგებს, თუ არა – ჯგუფის ყველა წევრი თანასწორ გარემოში იმუშავებს.
6. ალტერნატიული საშინაო დავალება – საშინაო დავალება შედეგიანია, მაგრამ ის ყოველთვის საუკეთესო გზა არაა. მეტი შემოქმედებისა და მოსწავლეებში კრეატიული აზროვნების გასაღვიძებლად სასწავლო მასალიდან გამომდინარე მიეცით მათ სიტუაციური დავალება. მაგალითად – როგორ მოიქცეოდი დავით აღმაშენებლის ადგილზე?
7. გამოიყენეთ სწავლების ტაქსონომიური მოდელი https://edu.aris.ge/news/taqsonomiuri-swavlebis-metodi-moswavleebshi-kritikuli-azrovnebis-gansavitareblad.html
8. მნიშვნელოვანია, საკლასო ოთახში შექმნათ პოზიტიური გარემო. მოაწყვეთ აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებს ერთმანეთისა და თქვენს უკეთ გაცნობაში დაეხმარება. https://edu.aris.ge/news/rogor-shevqmnat-pozitiuri-garemo-saklaso-otaxshi.html
9. იფიქრეთ მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარების გზებზე და გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა. https://edu.aris.ge/news/rogor-gamoviyenot-socialuri-media-moswavleebshi-kritikuli-azrovnebis-gansavitareblad-6-strategia.html
10. მუდმივად იფიქრეთ გაკვეთილზე სიახლეების შეტანაზე და ნუ მოერიდებით ექსპერიმენტების ჩატარებას.
მოამზადა მარიამ ელიაშვილმა