GE

„პროფესიულ კოლეჯებში სტუდენტთა ჩარიცხვისა და მობილობის წესი არ შეესაბამება საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს“

„სტუდენტთა ჩარიცხვისა და მობილობის წესის საკანონმდებლო ნორმებთან შეუსაბამობა“, – ეს ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია, რომელიც პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თვითშეფასების ანგარიშების ანალიზმა აჩვენა. ამ დასკვნამდე მივიდა 9 ექსპერტი, რომელთაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველზე 86 კოლეჯის თვითშეფასება შეისწავლეს და გააანალიზეს.

„იკვეთება ის ძირითადი ხარვეზები, რამაც ექსპერტების მხრიდან უარყოფითი შეფასება გამოიწვია, სადაც ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხი არის ის, რომ ჩარიცხვის წესი და მობილობის წესი არ შეესაბამება საკანონმდებლო აქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ასევე სტუდენტის სტატუსის მინიჭების წესი არ არის შესაბამისობაში მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის 152/ნ ბრძანებასთან, (ცვლილება 28.05.20 N49/ნ)“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, ცალკე აღსანიშნავია ის ტენდენციები, რაც მათ მიერ (პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების) წარმოდგენილ თვითშეფასების დოკუმენტებში არსებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით გამოიკვეთა და რაც ექსპერტების განმარტებით, მტკიცებულებების სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს.

ექსპერტების მიერ გამოკვეთილი ტენდენციები კოლეჯების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების კუთხით:

1. ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც მტკიცებულებები შექმნილია თვითშეფასების განხორციელების შემდეგ, რის გამოც სანდოდ ვერ მიიჩნევა;

2. სტუდენტის ჩარიცხვის წესი არ ეფუძნება მინისტრის მიერ განსაზღვრულ ბრძანებას 152/ნ და მასში შეტანილ ცვლილებებს (28.05.29 59/ნ);

3. ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც პროფესიული მოდულების უმრავლესობას ახორციელებს ერთი პირი, რაც ეჭვქვეშ აყენებს პროგრამის განხორციელების მდგრადობას;

4. გვხვდება შემთხვევები, როდესაც წარმოდგენილი ვერიფიკაციის მექანიზმიდან იკვეთება ის, რომ დაწესებულებას აღნიშნულ პროცესში შემავალი ეტაპების თანმიმდევრობა არა აქვს სათანადოდ გააზრებული. თუნდაც, გამომდინარე იქიდან, რომ შეფასების ინსტრუმენტის ვერიფიკაციას მოიაზრებს საგანმანათლებლო პროგრამის დაწყებამდე.

„სტუდენტები და მათი მხარდაჭერა – ამ სტანდარტთან პროფესიული სასწავლებლების 60% სრულ შეუსაბამობაშია“ – ანგარიში

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური