GE

პროფესიული განათლების მიღების მსურველებს გამოცდის საბოლოო შედეგები ოქტომბერში ეცოდინებათ – სწავლის დაწყების თარიღი და სხვა დეტალები

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე წელს ჩარიცხულთათვის სასწავლო პროცესი ნოემბერში დაიწყება.

როგორც EDU.ARIS.GE-ს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში 26 სექტემბერს განუცხადეს, პროფესიულ პროგრამებზე შერჩევის პერიოდი დასრულდება 7 ოქტომბერს. ჩარიცხვის წესის შესაბამისად, აპლიკანეტებისთვის ინფორმაცია რეიტინგული ქულისა და რეიტინგში მისი ადგილის შესახებ (საბოლოო შედეგები) კი ხელმისაწვდომი იქნება 13-16 ოქტომბრისთვის. ხოლო, 17-18 ოქტომბერს აპლიკანტმა, რომელმაც მოიპოვა ჩარიცხვის უფლება ერთზე მეტ პროგრამაზე, სისტემაში უნდა გააკეთოს საბოლოო არჩევანი.

EMIS-ის ცნობით, 19 ოქტომბერს მოხდება საბოლოო რეიტინგული სიების ფორმირება, რომლის მიხედვითად 26 ოქტომბრამდე წარიმართება ჩარიცხვის პროცედურები – ხელშეკრულების გაფორმება, დოკუმენტების წარდგენა და ა.შ.

დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მეორადი მიღება გამოცხადდება 30 ოქტომბერს და დასრულდება 1 ნოემბერს.

მეორადი მიღების დროს, რეგისტრაციის უფლება აქვს იმ აპლიკანტსაც ვინც პირველ ეტაპზე არ იყო რეგისტრირებული, თუმცა მხოლოდ ისეთ პროგრამაზე სადაც შერჩევის ძირითადი მეთოდი არ არის შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ (naec) ორგანიზებული ტესტირება.

მეორადი მიღების გრაფიკი გამოიყურება შემდეგნაირად:

30 ოქტომბერი -1-ლი ნოემბერი – რეგისტრაცია.

2- 6 ნოემბრი – შერჩევის პერიოდი;

9-10 ნოემბერი – აპლიკანტი აკეთებს საბოლოო არჩევანს;

11-14 ნოემბერი – ჩარიცხვის პროცედურები;

15 ნოემბერი – სწავლის დაწყება.

ასევე იხილეთ:

2023 წელს თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური