პროფესიული განათლების მიღების მსურველთა გამოცდის თარიღები, პროგრამა და ტესტის ნიმუშები
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი დღეს, 22 მაისს, პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის პროფესიული ტესტირების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.
გამოცდის/ტესტირების თარიღები
2024 წელს უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო და ზოგიერთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ტესტირება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 1 ივნისს, წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში კი 2 ივნისს ჩატარდება.
საგამოცდო დრო და ქულები
როგორც NAEC-ში განმარტავენ, თითოეული ტესტის მაქსიმალური ქულაა 30 და აპლიკანტს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება მაქსიმალური ქულის 15%-ის დაგროვების შემთხვევაში. ტესტირების ხანგრძლივობაა1 საათი და 30 წუთი.
იხილეთ პროგრამები და ტესტის ნიმუშები:
2024 წლის ტესტურ დავალებათა ნიმუშები პროფესიული ტესტირებისთვის
2024 წლის საგამოცდო პროგრამები პროფესიული ტესტირებისთვის
შეგახსენებთ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2024 წლის 22 აპრილიდან დაიწყო და 16 მაისის ჩათვლით გაგრძელდა.
-
პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია
by პროფესიული განათლების ამბები
-
პროფესიული სასწავლებელს უფლება ექნება, საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება განახორციელოს
by პროფესიული განათლების ამბები
-
„მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში მოვშალოთ მენტალობა, რომ უმაღლესი განათლების მიღება აუცილებელია, ვაძლიერებთ პროფესიულ მიმართულებას“
by პროფესიული განათლების ამბები