GE

პროფესიული განათლების მსურველთათვის ტესტირების თარიღი განისაზღვრა – სტუდენტთა შერჩევა წელს ორი გზით მოხდება

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ტესტირებას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 6 და 7 სექტემბერს ჩაატარებს, – აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დღეს, 30 აგვისტოს ავრცელებს.

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის ახალი წესების თანახმადაპლიკანტებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ტესტირების გავლა მხოლოდ უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში მოუწევთ, საშუალო და საბაზო პროფესიულ პროგრამებზე კი ცენტრალიზებული ტესტირების გარეშე ჩაირიცხებიან – გადაწყვეტილებას ინდვიდუალურად პირდაპირ კოლეჯები მიიღებენ. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სტუდენტებს კოლეჯები უმეტესად ონლაინ ფორმატში, 19 სექტემბრის ჩათვლით შეარჩევენ. 

ინფორმაციას ტესტირების დღესა და ადგილთან დაკავშირებით, აპლიკანტები სარეგისტრაციო სისტემაში, მათ პერსონალურ გვერდზე მოიძიებენ.

შეგახსენებთ, რომ წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე განაცხადი 19 ათასამდე აპლიკანტმა წარადგინა, რომლებსაც შესაძლებლობა აქვთ შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლონ.

განსაკუთრებული პოპულარობით წელს IT მიმართულების პროგრამები, საექთნო განათლება, კულინარია, შრომის უსაფრთხოება, საზღვაო ტრანსპორტი და სხვა მიმართულებები ლიდერობს.

ამავე თემაზე:

როგორ უნდა მოხვდეთ პროფესიულ კოლეჯში – გართულდა თუ გამარტივდა მიღების პროცედურა?

სამინისტრო: „პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა 100%-ით გაიზარდა, დარეგისტრირდა 19 ათასამდე აპლიკანტი“

პროფესიული განათლების ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური