პროფესიული სასწავლებლებისთვის, პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსების განხორციელების მიზნით, კონკურსი გამოცხადდა
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის (WSD პროგრამა) ფარგლებში იწყებს საკონკურსო განაცხადების მიღებას შემდეგ მუნიციპალიტეტებში პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსების განხორციელების მიზნით: ყვარელი, ახმეტა, თეთრიწყარო, წალკა, დმანისი, ზესტაფონი, თერჯოლა, ხონი, ტყიბული, ჭიათურა, ხაშური, ადიგენი, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ამბროლაური, ონი, ცაგერი და ლენტეხი.
სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის მიზანია: (1) სკოლის მოსწავლეებისთვის პროფესიის არჩევის პროცესში დახმარების გაწევა, (2) პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა, (3) ზოგად და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და (4) სკოლის მოსწავლეებისთვის პროფესიული განათლების მიღების ხელშეწყობა.
პროგრამა 2017 წელს ამოქმედდა და ის უკვე გაიარა 15.000-ზე მეტმა სკოლის მოსწავლემ. პროგრამის განხორციელების პროცესში კი ჩართულია 35-მდე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებლი დაწესებულება და 600-ზე მეტი საჯარო სკოლა მთელი საქართველოს მასშტაბით.
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელმა დაწესებულებამ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- განაცხადის ფორმა;
- ბიუჯეტის დანართი;
- პარტნიორი საჯარო სკოლის ხელმძღვანელის წერილი (რომლითაც დასტურდება, რომ სკოლას აქვს სურვილი, კონკრეტულ კოლეჯთან/უნივერსიტეტთან თანამშრომლობით განახორციელოს წარმოდგენილი კურსი);
- ბენეფიციარ საჯარო სკოლასთან გაფორმებული მემორანდუმი;
- ბაზრის კვლევის ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია;
- კურსის განსახორციელებლად გამოყოფილი სივრცის/ოთახის ამსახველი ფოტო ან/და ვიდეო მასალა.
წარმოდგენილ განაცხადებს განიხილავს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შექმნილი კომისია, რომელიც უფლებამოსილია, განხილვის საფუძველზე, მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილებებიდან ერთ-ერთი:
- კურსის დაფინანსების შესახებ;
- კურსის დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ (რაც გამყარებული უნდა იყოს შესაბამისი არგუმენტაციით);
- რეკომენდაცია კურსის შინაარსის/ბიუჯეტის კორექტირების შესახებ;
- კურსის დაფინანსების შესახებ მოთხოვნილი ოდენობისგან განსხვავებული ოდენობით (დაწესებულების წერილობითი თანხმობის შემთხვევაში).
პროფესიული განათლების ინკლუზიურობისა და WSD პროგრამის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობის მიზნით უპირატესობა მიენიჭება განაცხადს, რომელიც:
- კონკრეტული კურსით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს ახლომდებარე საჯარო სკოლის მოსწავლეებს (ე.წ. „ჰაბი სკოლის“ მოდელის გათვალისწინებით);
- მორგებული იქნება მოსწავლეთა პროფესიულ ინტერესებსა და საჯარო სკოლების საჭიროებებს;
- გათვალისწინებული იქნება პროგრამის შეფასებისა და მონიტორინგის პროცესის რეკომენდაციები (მათ შორის შინაარსობრივ და მატერიალურ-ტექნიკურ საკითხებთან მიმართებაში);
- მორგებული იქნება მუნიციპალიტეტის/ადგოლობრივი თემის შრომის ბაზრის საჭიროებებს.
განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 16 მარტი.
დანართის სახით იხილეთ: განაცხადის ფორმა, ბიუჯეტის დანართი და საინფორმაციო ბუკლეტი პროგრამის შესახებ.
დაინტერესების შემთხვევაში დამატებით ინფორმაციას მიიღებთ აღნინულ მეილზე: workskillsinschool@gmail.com
- პროფესიული განათლება – მომზადება-გადამზადების პროგრამები და საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებების სია by პროფესიული განათლების ამბები
- რა აიკრძალება დეკემბრიდან „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებით by ARIS.GE-განათლება
- პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი – რა ვალდებულებები გექნებათ 2026 წლიდან by პროფესიული განათლების ამბები