GE

პროგრამა „ERASMUS MUNDUS“-ის პრეზენტაცია

21 ოქტომბერს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამა „ERASMUS MUNDUS”-ის პრეზენტაცია გაიმართა.

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ ასლანიშვილმა აღნიშნული საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამის ვადებზე და სტუდენტთა შერჩევის მთავარ კრიტერიუმებზე ისაუბრა. დამსწრე საზოგადოება პროექტის სააპლიკაციო ფორმას და შევსების წესებსაც გაეცნო. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმით წარიმართა.

„თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული ევროკავშირის სხვადასხვა პროექტებში. დღეს სტუდენტებს და უნივერსიტეტის თანამშრომლებს წარვუდგინეთ პროგრამა „Erasmus Mundus Action 2 – WEBB“, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია საბუთების შეტანა და საზღვარგარეთ სასწავლებლად წასვლა. იმისათვის რომ გავუადვილოთ საქმე სტუდენტებს, ვთავაზობთ ინგლისური ენის ტესტირებას, რომელიც 13 ნოემბერს გაიმართება.“ – აღნიშნა თამარ ასლანიშვილმა.

პროექტის შესახებ კონსულტაციები გაიმართება 29 -30 ოქტომბერს. საბუთების მიღების ბოლო ვადაა 15 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით – უნივერისტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური (პირველი კორპუსი, ოთახი 47).

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური